ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

14 თებერვალი 2019
ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნუკრი გელაშვილის და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა წარმოადგენდა.

„თავდაცვის სამინისტრო „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობას იწყებს, რაც თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სივრცის ერთიან სისტემაში მოქცევას გულისხმობს.

„ეს არის ძალიან სწორი და კარგი ინიციატივა და მივესალმები თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც კოდექსის პარლამენტში ინიცირებამდე კომიტეტში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ კოდექსის პროექტის მომზადების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს, რათა დოკუმენტში ფართო საზოგადოების მოსაზრებები იქნეს გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა, 2019 წლის 14 თებერვალი
  • ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა, 2019 წლის 14 თებერვალი