კობა კობალაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა

11 ივნისი 2019
კობა კობალაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი კობა კობალაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გააქტიურებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს მიღწევებით და იმ ნაბიჯებით, რომლებიც ქვეყანაში ინსტიტუციონალური და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კუთხით გადაიდგა.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი ყურადღება საპარლამენტო კონტროლს და მისი ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის, საზედამხედველო მექანიზმებსაც დაეთმო.

„შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებთან ორივე მხარისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ისინი დაინტერესდნენ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმებით და მათი ეფექტურობით, ქვეყნის გამჭვირვალე ინსტიტუციონალური მმართველობით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დამოკიდებულებით, ასევე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებული რეფორმებით, საყოველთაო თავდაცვის ორგანიზების საკითხებით და სხვა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრების განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ბევრი მიმართულებით საყურადღებოა და შევთანხმდით, რომ ქართული მხარე აუცილებლად დაეხმარება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის საინტერესოა. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დავსახეთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ შეხვედრის შემდეგ.

გალერეა

  • კობა კობალაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 11 ივნისი