პარლამენტში უსაფრთხოებასა და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვაზე სემინარი გაიმართა

05 დეკემბერი 2017
პარლამენტში უსაფრთხოებასა და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვაზე სემინარი გაიმართა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის არგონის ნაციონალური ლაბორატორიის მხარდაჭერით გაიმართა სემინარი თემაზე: „უსაფრთხოება და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვა: გლობალური და ეროვნული სისტემა“.

სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შორენა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულებები ეფექტური კონტროლი დააწესოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციასა და ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების ექსპორტზე, შეიმუშაოს შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი განხორციელება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ექსპორტის კონტროლის ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებსა და ევროპულ სტანდარტებზე და რომელიც ძალაში 2014 წლის 1 ოტომბრიდან შევიდა. შესაბამისად, შეხვედრის მიზანია პარლამენტის წევრების, მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების, ექსპერტების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვისა და კონტროლის საერთშორისო და ეროვნული სისტემის გააანალიზება, ახალი სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების და მოქმედ საკანონმდებლო ნორმებსა და მათი აღსრულების პრქტიკაზე ამ ცვლილებების შესაძლო გავლენის განხილვა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სტრატეგიული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის კონტროლის მნიშვნელობაზე, პრაქტიკაში კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებზე, უსაფრთხოება და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვაზე და ამ კუთხით ეროვნულ სისტემებსა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება გამოსვლებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა, EXBS პროგრამის მრჩეველმა მონიკა დორადომ, სამოქალაქო საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენელმა თამარ პატარაიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის კონტროლის სფეროში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შედეგია. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ როგორ სრულდება კანონები რეალურად, არის თუ არა ხარვეზები ამ კუთხით და რის გაკეთება შეუძლია პარლამენტს ამ მიმართულებით.

„სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის სისტემა საქართველოში: მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის გამოწვევები და ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემა“ - ამ თემას მიეძღვნა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ კვიტაშვილის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი კობეშავიძის და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, ვასილ გედევანიშვილის გამოსვლები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო უსაფრთხოებისათვის, რათა დაცული იყოს მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღისგან. საერთაშორისო ურთიერთობების, ტექნოლოგიების განვითარება ითხოვს განახლებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. აქვე ხაზგასმით აღინიშნა უწყებათაშორისი, მჭიდრო თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის საჭიროება, ყურადღება დაეთმო პარლამენტის მნიშვნელოვან როლს როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება-განახლებაში, ასევე მის საზედამხედველო ფუნქციას.

სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო საერთშორისო პარტნიორების როლს საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემის განვითარებაში. სემინარის მონაწილეებს მიმართეს და პრეზენტაცია გააკეთეს EXBS პროგრამის მრჩეველმა მონიკა დორადომ, CBRN-ის ექსპერტმა მაისონ სულიმ და ფრანჩესკო მიორინიმ (EU CBRN-ის სასწავლო ცენტრი).

როგორც სემინარის დასასრულს შორენა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, ვინაიდან ეს ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას.

გალერეა

  • პარლამენტში გაიმართა სემინარი უსაფრთხოებასა და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვაზე, 2017 წლის 5 დეკემბერი