საპარლამენტო დელეგაციამ ჟენევაში შეხვედრები გამართა

10 აპრილი 2019
საპარლამენტო დელეგაციამ ჟენევაში შეხვედრები გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციამ ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის (UNHCR), საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის (IOM) და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო დაცვასთან, ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან და თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული საერთაშორისო მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები, ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარის თქმისა და ლტოლვილის სტატუსის გაუქმების საფუძვლები განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ნაბილ ბენბეხტი და პოლიტიკისა და სამართლის განყოფილების უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში სიბილ კაპფერერი ესწრებოდნენ, ყურადღება უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მნიშვნელობაზეც გამახვილდა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრის მენეჯმენტის გამართული ფუნქციონირება და საზღვარზე პირთა აღრიცხვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სათანადო რეგულაციები.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ მხრივ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოწვევების გათვალისწინებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები დაგეგმეს.

საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო კავშირის მისიას და ფუნქციებს. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი ყველა იმ თემებზე რაც პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის მიგრაცია, ლტოლვილები და გენდერული თანასწორობის საკითხები, ადამიანის უფლებები, პარლამენტებს შორის ინფორმაციის გაცვლა აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან ღონისძიებებს მართავს.

ჟენევაში გამართულ შეხვედრებს ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გუგული მაღრაძე, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ირაკლი აბესაძე ესწრებოდნენ.

გალერეა

  • საპარლამენტო დელეგაციამ ჟენევაში შეხვედრები გამართა, 2019 წლის 10 აპრილი