თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტინა გერასიმოვს შეხვდა

12 თებერვალი 2018
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტინა გერასიმოვს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელს, ქრისტინა გერასიმოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე, მისი განხორციელების გზებზე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრეს.

როცა ვსაუბრობთ საპარლამენტო კონტროლზე, სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი როლი ეკისრება. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მოტივაცია და ეს არის მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა და მეტი დემოკრატია ამ ქვეყანაში. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც გვთავაზობს სამოქალაქო სექტორი ეს იქნება მონიტორინგი, ადამიანის უფლებების დაცვა თუ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის გაძლიერება, ჩვენთვის ეს დამატებითი ძალა და მოტივაციაა. საპარლამენტო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურია, რასაც ხვალინდელი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის გაცნობაც მოწმობს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტინა გერასიმოვს შეხვდა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტინა გერასიმოვს შეხვდა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტინა გერასიმოვს შეხვდა, 2018 წლის 12 თებერვალი