თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

13 თებერვალი 2019
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო გაუქმდა, შედეგად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და კოორდინაციის მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. „მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სახით უსაფრთხოების სფეროში შეიქმნას მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება წარმოდგენილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით შეიქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საბჭოს სტრუქტურის და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მომზადების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მუშაობისას სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შესწავლილ იქნა უცხო ქვეყნების პრაქტიკა და საპარლამენტო რესპუბლიკების გამოცდილება, რის შემდეგაც ქართულ რეალობაზე მორგებული მოდელი მომზადდა. ნათია მიქელაძის ინფორმაციით, საბჭოს მუდმივი წევრები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტის ხუთი კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს და როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და პრინციპების დონეზე, წარმოდგენილ ორგანოს არსებობას მხარი დაუჭირა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ მთავრობის დონეზე მეტი კოორდინაცია მოხდება, რაც დაზოგავს არსებულ რესურსებს და მათ ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. 

მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ეს არის სათათბირო ორგანო, რომელიც სჭირდება პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ გადაწყვეტილებებისთვის მოამზადოს საკითხი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ რომ ეს არის სათათბირო ორგანო, პრემიერმა წარმოადგინა ის ფორმა, რომელსაც რჩევის მისაღებად იგი ოპტიმალურად მიიჩნევს. ვფიქრობ, რომ მთავარი აქცენტები უნდა გავამახვილოთ საბჭოს ფუნქციებზე. ეს იქნება საბჭო, რომელიც თავის აპარატთან ერთად მოამზადებს საკითხებს, მათ შორის ეროვნული დონის სტრატეგიულ დოკუმენტებს, რომლებიც შემდგომ მთავრობას და პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობა კვლავაც გრძელდება და მისი მეორე მოსმენით განხილვისას კომიტეტი დოკუმენტს მუხლობრივად შეისწავლის.

სხდომაზე საკითხის განხილვა პარლამენტის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებით გაგრძელდა. კითხვების ნაწილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მმართველობით საკითხებს, მის შინაარსობლივ მხარეს და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის პროცედურებს შეეხებოდა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა სხდომაზე გამოთქმულ შეკითხვებს და მოსაზრებებს უპასუხა და კომიტეტის წევრებს წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი გააცნო. 

საკითხის განხილვის შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, 2019 წლის 13 თებერვალი