პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა

07 ოქტომბერი 2020
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, დახურულ ფორმატში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარული ხარჯვითი ნაწილი განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და ნდობის ჯგუფის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სხდომაზე განხილულ თემებზე ისაუბრეს.

ირაკლი სესიაშვილი: „ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტის ფარული ხარჯვითი ნაწილი განვიხილეთ. სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და მათ დეტალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ფარულ შესყიდვებს გეგმავენ მომავალი წლისთვის. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ და დასკვნით ნაწილში აისახება რეკომენდაციები.  ცხადია, ეს არის ის მიმართულება, სადაც რესურსებია საჭირო, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რეგიონში შექმნილ ვითარებას და გეოპოლიტიკურ მოცემულობას. ასევე ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს და ამიტომ კოლეგიალურად, უწყებების სპეციფიკისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ჩვენ ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩამოვყალიბდით რა მიმართულებით ვფიქრობთ ბიუჯეტის გაზრდას ამ უწყებებში“.

ირაკლი ბერაია: „ნდობის ჯგუფის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ყველა ის უწყება, ვისზეც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ვრცელდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულ ნაწილში ცვლილებების კუთხით რეკომენდაციები იქნება, იმისთვის რომ შეზღუდული რესურსების პირობებში უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფა“.

გალერეა

  • პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა, 2020 წლის 7 ოქტომბერი