პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს

15 აპრილი 2018
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახი კახიშვილს მოუსმინეს. დახურული ფორმატის შეხვედრაზე მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს ის ინფორმაცია გააცნო, რომელიც 2015-2016 წლებში სამინისტროს მხრიდან საიდუმლო შესყიდულო შესყიდევბს უკავშირდება. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდა.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა პრობლემატურად მიიჩნია და ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა. თავად სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არის დახულული ტიპის ობიექტები, პენიტენციური დაწესებულებები და ბუნებრივია, ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ იმ საკითხს რომელმაც შესაძლოა ჯანმრთელი პატიმრის უსაფრთხოებას შეექმნას პრობლემა“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

მინისტრმა საიდუმლო შესყიდვების ნუსხაც განმარტა და აღნიშნა, რომ ასეთ კატეგორიებს კვება, მომარაგება და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი გამოირჩევა რეფორმატორული მიდგომებით და მივესალმები, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მინისტრს გააზრებული აქვს სწორი პოლიტიკა შესყიდვებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ახასიათებს თავისი სპეციფიკა და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. აქედან გამომდინარე ის რეფორმები და გეგმები, რაც მინისტრს გააჩნია, რომ შესყიდვებთან მიმართებაში გაუმჯობესდეს ადმინისტრაციული მმართველობა და ასევე იყოს ძლიერი კონტროლის მექანიზმები, ეს მას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგული აქვს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა მიმართულებების მსგავსად, შესყიდვების კუთხითაც წარმატებული შედეგი დაიდება.

„ეს არის მოსმენების კონფიდენციალური ფორმატი და ის ინფორმაციაც კონფიდენციალურია რასაც ჩვენ ვიღებთ. საჯაროდ შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ იყო გარკვეული ტენდეციებით გამოკვეთილი ან ყველა იმ თემაზე, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ინტერესის სფერო, მინისტრისგან პირდაპირი პასუხები მოვისმინეთ“, - აღნიშნა განაცხადა ნდობის ჯგუფის წევრმა, ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, სამინისტროს სტანდარტები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდება და უსაფრთხოების თვალსაზრისით პატიმართა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

„ნდობის ჯგუფის ფარგლებში განვიხილეთ სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დიამეტრალური გაუმჯობესება როგორც პატიმართა უფლებების დაცვის, ასევე პირობების თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის დასკვნაში იყო მოცემული“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ნდობის ჯგუფის წევრის განცხადებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს მომავალი განვითარების შესახებ და მათ შორის, სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებებთან დაკავშირებით, სწორი ხედვა აქვს.

გალერეა

  • პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს, 2018 წლის 15 აპრილი