პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა გაგრძელდა

08 აპრილი 2019
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა გაგრძელდა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად დღეს, 8 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 
დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ცნობილი რეჟისორის, გიორგი დანელიას ხსოვნას.

სხდომა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ანგარიშის შესახებ ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლებით გაგრძელდა. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და 2019 წლის 1 იანვარს შემოღებული საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ანგარიშით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარდგა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო - რეგიონების“ ფრაქციის სახელით შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში და განაცხადა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა მოქალაქეები დააზარალა და შესაბამისად უნდა დადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების საკითხი.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბიკერიამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაკვეთას.

ახალი რეგულაციების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ სახელით პოზიცია დააფიქსირეს ირმა ნადირაშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა გაუქმდეს შემოღებული რეგულაციები, რომლებიც, მათი თქმით, კიდევ უფრო ამძიმებს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას.

რეგულაციების შესახებ, უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო პასუხიმგებლიანი დაკრეტიდების არგუმენტით. „600 ათასი თანამოქალაქე გამოთიშული იყვნენ ეკონომიკურ პროცესს. ეს ადამიანები, იმის გამო, რომ დაკრედიტებას სჭირდებოდა დარეგულირება, პრაქტიკულად ვერც დაკრედიტებით სარგებლობდნენ, ვერც საცალო სესხებს იღებდნენ და გამოთიშული იყვნენ ეკონომიკურ პროცესს. ერთის მხრივ ეს იყო ბანკებისთვის და საფინანსო ინსტიტუტებისთვის პრობლემა, მეორეს მხრივ ეს ადამიანები შავ სიაში იყვნენ შეტანილი და ამის გამო ჰქონდათ მთელი რიგი შეზღუდვები“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ისიც კონკრეტული შედეგია, რომ დღეს დაკრედიტების პროცესი არის უფრო პასუხისმგებლიანი და ყველა მხარეს უფრო მეტად აზღვევს რისკებისგან. ამის მაგალითად მან ის შემთხვევები მოიყვანა, როდესაც ადამიანები უსახლ-კაროდ რჩებოდნენ. „დღეს საუბარი იმაზე, რომ ეს ცვლილებები არ იყო საჭირო, გასაგებია ოპოზიაციას რაშიც სჭირდება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალური არგუმენტები“, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა. მან ისაუბრა იმის შესახებაც, რომ თუკი მომავალში ამ რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, დღეს ამ რეგულაციებით მიღწეული შედეგი, ნამდვილად აძლევს საშუალებას ეროვნულ ბანკსაც და ფინანსთა სამინისტროსაც, გარკვეული მიმართულებები, გარკვეული ტენდენციების გათვალისწინებით, განახორციელოს საჭირო ცვლილებები. ამას ჩვენ ვამბობთ ახლა, როდესაც კვარტლის შედეგები შევაჯამეთ და ის ძირითადი მიზნები მიღწეულია.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - იპოთეკური სესხების გაცემა არათუ შემცირდა, გაზრდილია ამ მონაცემებით. საბანკო კრედიტებზე განაკვეთები შემცირებულია, რაც იყო მოქალაქეთა ინტერესში, „შავი სიიდან“ დაახლოებით 600 ათასი ადამიანია მოხსნილი, რაც უდავოდ პოზიტიური შედეგია“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არც ერთი პროფესიული და იურიდიული არგუმენტი არ გაჟღერებულა.

მისი განცხადებით, ოპონენტი კოლეგების მიერ არ დასმულა არც ერთი შეკითხვა ინტერაქციებზე, გადაწყვეტილებებზე და მის კანონიერებაზე. „ერთი შეკითხვა მაინც იყო დასმული თქვენი მხრიდან?! არც ერთი შეკითხვა მის კანონიერებასთან დაკავშირებით დასმული არ ყოფილა, განსაკუთრებით თიბისი ბანკთან მიმართებაში. ყველა თქვენი არგუმენტი, ყველა შეფასება, რაც აქ გაჟღერდა იყო მხოლოდ პოლიტიკური და რა თქმა უნდა ეს თქვენი დღის წესრიგიდან ამოდიოდა. ახლა უკვე გასაგებია ყველასათვის, რატომ ინერვიულეთ პლენარული სხდომის დაწყების წინ და რატომ გინდოდათ, რომ კომიტეტის საკითხით გადაგეფარათ ეს პლენარული სხდომა. ამაზე პასუხი მარტივია. თქვენ არ გქონდათ არც ერთი პროფესიული არგუმენტი, არც ერთ იურიდიული არგუმენტი ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ზუსტად ამისთვის იყო ეს მოკლე შოუ მოწყობილი, რომელიც თქვენი მხრიდან სხდომის გახსნის დროს წარმოადგინეთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მომხსენებელი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს დღეს მიმდინარე რიგგარეშე სხდომა არის არალეგიტიმური.

„საოცარი განცხადება მოვისმინე - რომ ეს სხდომა არალეგიტიმურია, ოღონდ ეს განაცხადეთ მაშინ, როდესაც ოფიციალურად თქვენი ფრაქციის სახელით გამოხვედით აი ამ ტრიბუნიდან, ანუ პროცედურით ისარგებლეთ, რომელზეც თქვენ ამბობდით რომ არ არის ლეგიტიმური. თუ რა რაღაცით სარგებლობ და იმას იყენებთ, მაშინ იმის არალეგიტიმურობაზე საუბარი არის სრულიად ცარიელი სიტყვები. რეგისტრაცია გაიარეთ და მერე ალაპარაკდით ლეგიტიმაციაზე, ჩემთვის ესეც გაუგებარი და არათანმიმდევრულია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა.

„ეკონომიკა იზრდება. საქართველოს აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. მეტი გვჭირდება ნამდვილად და ეს რაზეა დამოკიდებული ყველამ კარგად იცის. ეს არის საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაზე და საგარეო ფაქტორებზე და პრაქტიკულად ყველაფერი კეთდება ამისათვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი განმარტებით, იმიტომ, რომ იზრდებოდა ეკონომიკა და ამ ზრდას საფინანსო საბანკო სექტორში ასწრებდა დაკრედიტება და ვალების გაცემა, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს რეგულაციები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ენერგეტიკაში როგორც გენერაციის ასევე, ელექტროსადგურების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდა არის. „21 ახალი ელექტრო სადგური არის აშენებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში. თქვენ მხოლოდ ერთი ასეთი ააშენეთ, ერთადერთი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„წვრილი ბიზნესი და საშუალო ბიზნესის გადასახადები ჩვენ დავწიეთ და შევამცირეთ ერთ პროცენტამდე. ბრუნვის ლიმიტი გავზარდეთ. ბიზნესის კეთების რეიტინგი საქართველოს აქვს გაუმჯობესებული. ჯამში, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესს აქვს რეალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ თქვენი კრიტიკა აქაც არის დაუსაბუთებელი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, კონსოლიდირებული შესყიდვებით სახელმწიფომ, 2018 წელს დაზოგა და ეკონომია გაუწია 45 მილიონ ლარს, რომელიც ნებისმიერი რეგიონისთვის მინიმუმ 10 მნიშვნელოვანი პროექტია.

არჩილ თალაკვაძე ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს და ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძესაც მიმართა: „ბატონო რომან თქვენ შთამბეჭდავი გეგმები და ინიციატივები წარმოადგინეთ წინა სხდომაზე. მაგრამ ერთი რამ მიკვირს ამ გამოსვლაში - თუ ასეთი კარგი ხედვა გქონდათ, თუ თქვენი თანაგუნდელები ასე გიჭერდნენ მხარს და დარწმუნებული იყვნენ ამ გეგმების პროგრესულობაში, მაშინ რატომ მოგთხოვეს პოზიციის დატოვება და რატომ ჩაგანაცვლეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე მართლაც გაუგებარია. თუ ამას კარგად აგვიხსნით არ გამოვრიცხავთ, რომ ამაზე საუბარი გავაგრძელოთ კიდევ მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება, ამოდიოდა რეალობიდან. „მიზნები იყო საჯარო ინტერესის საგანი. ეს მიზნები დღეს, მეტწილად მიღწეულია, რაც უკვე გზას გვიხსნის ჩვენ ახალი, საჭირო, პრაგმატული გადაწყვეტილებებისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

დასასრულს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დასკვნითი სიტყვით მიმართა პარლამენტს. მისი განაცხადებით სხდომაზე ბევრი არასამართლიანი ბრალდება გაისმა, თუმცა მისი აპოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე ის შეფასებებს ვერ გააკეთებს.

ბანკის პრეზიდენტმა გატარებული რეფორმის ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა: „შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ გატერებული რეფორმებით ჩვენ ვამყარებთ ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძვლებს, ეროვნულ ბანკს ამისათვის ყველა ბერკეტი გააჩნია. ეროვნულ ბანკში კვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან პროცესში, რეგულაციების განხორცეიელბიდან დაწყებული, მათი აღსრულლებისა და სათანადო კონტროლით, შეფასებებით და ანალიზით დასრულებული. შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება ცხადყოფს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკას და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, „თიბისი ბანკი“, ისევე როგორც ქვეყნის მთლიანი საფინანსო სისტემა ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სტაბილურია, რაშიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების გატარებას აქვს. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად ვითარდება და ზრუნავს ხარისხისა და სტანდარტის შენარჩუნებაზე და კიდევ უფრო განვითარებაზე. მან ასევე ბანკის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკის ვებგვერდის საშუალებით და ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის „თიბისი ბაკთან“ დაკავშირებულ საკითხებზეც.

კობა გვენეტაძის თქმით, რაც შეეხება რეგულაციებზე დასკვნების გამოტანას, ეს ჯერ ადრეა, „დანერგილი რეგულაციების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება“.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრულ მანდატში. „დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიმოქმედოთ ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის დასკვნით სიტყვაში.

რიგგარეშე სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა კენჭი უყარეს მესამე მოსმენით განხილულ კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა გაგრძელდა, 2019 წლის 15 აპრილი