პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

06 ივნისი 2018

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

საგამოძიებო კომისია 11 წევრისგან შედგება და მას ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს
კომისიის შემადგენლობაში არიან: 

არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“,
მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, 
ეკა ბესელია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, 
სოფო კილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, 
ანრი ოხანაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“,
დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“,
ირაკლი აბესაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“,
ირმა ნადირაშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“,
ხათუნა გოგორიშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, გიორგი ბოკერია - ფრაქცია „ევროპული საქართველო,“ოთარ კახიძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“,
ელენე ხოშტარია - ფრაქცია „ევროპული საქართველო“,
სერგო რატიანი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“,
მამუკა ჩიქოვანი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“,
ადა მარშანია - ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებიდან“,
სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია - 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 3 თვე, „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაადგინა კვოტები საგამოძიებო კომისიაში ფრაქციებისათვის და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისთვის. დადგენილი კვოტების შესაბამისად, ფრაქციებმა წარმოადგინეს შესაბამისი კანდიდატურები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან კომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პასუხად გაიხსენა , თუ რა მოხდა კომისიის შექმნის მომენტში.
ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა კატეგორიული მოთხოვნით, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. მათ ეგონათ, რომ სახელისუფლებო გუნდი მხარს არ დაუჭერდა ამ მოთხოვნას. როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ პრინციპულად მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას და არამარტო მხარი დაუჭირეს, როგორც ხედავთ, უმრავლესობა არის უმცირესობაში, მათ ნახევარ საათში შეცვალეს 180 გრადუსით თავისი გადაწყვეტილება და დღეს ამბობენ, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და კომისიის შექმნა არის არაეფექტური ნაბიჯი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ასე უცებ ცვლიან, ხალხის ნდობას არ იმსახურებენ. „ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან. თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით ერთი და იგივე იმიტომ, რომ სარალიძე არის ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყანის ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას. ამას ვერ მიიღებთ, ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებს“, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სრული სიცრუეა დროის გაჭიანურებაზე საუბარი, რადგან ამ საქმეზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს და ეს დრო ისედაც საჭირო იქნება, ვიდრე სასამართლო სხდომები საბოლოოდ დასრულდება. „სახეზეა პოლიტიკური ფარისევლობა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვის უნდა ამ საქმეში სიმართლე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ოთარ კახიძის მოსაზრებით, პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაარკვიოს, რეალურად რა მოხდა. „ერთადერთი, რაც დღეს ჩემი აზრით პარლამენტის წევრებმა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ნდობა არსებობდეს პარლამენტის მიმართ. საგამოძიებო კომისია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო მექანიზმი, რომელიც გვაქვს ჩვენ, როგორც სახელმწიფო ინტიტუტს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო. „დიახ, კომისია უნდა შეიქმნას, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის კითხვები. კითხვები გვაქვს ჩვენც. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სიმართლის დადგენა არის ყველას ინტერესში და საპარლამენტო მექანიზმი არის სწორედ საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავარმა პროკურორმა მიიღო მაშინ, როცა აქციები იყო პროკურატურის წინ, იყო ღირსეული გადაწყვეტილება. „ამ კომისიის შექმნას ჯერ დაუჭირეთ მხარი, შემდეგ აღარ დაუჭირეთ მხარი, უნდა ჩამოყალიბდეთ, რა გინდათ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, კითხვის ნიშნების გაჩენისთანავე, საკითხზე ადეკვატურად იმოქმედოს. „ამის პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, ჩვენ გავბედეთ და ვთქვით, რომ უმცირესობას, ოპოზიციას, თავისუფლად შესაძლებელია ჰქონდეს უმრავლესობა ამ კომისიაში, ჰყავდეს ხელმძღვანელი ამ კომისიის, რადგან არ ვაპირებთ არავისზე ხელის დაფარებას. თუ აღმოჩნდება, რომ ვინმეს რაიმე მოქმედება აქვს ჩადენილი, რაც გამოძიების ინტერესებში და ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებში არ ჯდებოდა, დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს. თუმცა თქვენთვის ეს წარმოუდგენელია“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. 

პარლამენტმა დადგენილებას „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ 95 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძის კანდიდატურას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

ნათია მეზვრიშვილმა მეორე მოსმენით წარმოადგინე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი სხვა ცვლილებებიც, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის გათვალისწინებულ სანქციათა დიფერენციაციას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით.

საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ამის შესახებ მომხსენებელმა, კობა კობალაძემ განაცხადა სხდომაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირზე არ გავრცელდება ამავე კანონით დადგენილი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა/წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. 

პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, კანონის პროექტი ეხება პირის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას. 

კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტით განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, კერძოდ მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ნაშვილები. მისი განცხადებით, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პროექტი ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს. 

დეპუტატმა, გედევან ფოფძაძემსაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მისი განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. „კანონის პროექტი აწესრიგებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტის თანახმად, ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა“ ხოლო ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება ტერმინით - „რატიფიცირება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოაცხადა.

გალერეა

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, 2018 წლის 6 ივნისი