empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 20 - 21 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

        განსახილველი  საკითხები

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (#07-2/58, 05.04.2017), ერთი მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი. პროექტით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციას, ხოლო მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აწარმოე საქართველოში“. აქვე განისაზღვრება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ნაცვლად იქნება სსიპ „აწარმოე საქართველოში“. აღნიშნულ სსიპ-ს ექნება უფლება იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში, ამასთან, მას უფლება ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ინვესტორის წარმომადგენლობა განახორციელოს ანაზღაურებად საწყისებზე. მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით გრანტად ჩაითვლება აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ დაექვემდებარება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში პირის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან - „აწარმოე საქართველოში“ მიღებული თანადაფინანსება. აღნიშნული რეგულირება გავრცელდება 2017 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

                             (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

5.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/13, 24.01.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელია)

         (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის და ახლებურად ყალიბდება პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრების არჩევის წესი. მათ შორის იცვლება კენჭისყრის მონაცემები, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის  უმრავლესობით (ნაცვლად სრული შემადგენლობის 2/3-ისა). გარდა ამისა, შესაბამისი ცვლილება შედის სხვა პუნქტებშიც)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ (N07-2/24, 15.12.2016), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის  პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  მოადგილე მიხეილ სარჯველაძე)

(კანონპროექტი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს; განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობისთვის ახალი ტერმინები: კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი; კანონპროექტის მიხედვით არ იზღუდება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლება არჩევანისამებრ გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა; განსაზღვრულია ელექტრონული დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები; კანონპროექტით გათვალისწინებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი და ის მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ეს სერტიფიკატი. იქვე დადგენილია აღნიშნული სერტიფიკატის გაუქმების, შეჩერების და ხელახალი ამოქმედების მარეგულირებელი ნორმები; გათვალისწინებულია საზღვარგარეთ მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების აღიარება; კანონპროექტში მოცემულია გარდამავალი დებულებები კანონის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით; ძალადაკარგულად ცხადდება „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი).

7.       საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებების მიერ ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საკითხის დაზუსტება. აგრეთვე კანონიდან ამოღებული იქნება ელექტრონული დოკუმენტის იურიდიულ ძალასთან დაკავშირებული დებულებები, ვინაიდან ისინი მოწესრიგებულია პაკეტით წარმოდგენილი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით)

8.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილი იქნება განახორციელოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და ზედამხედველობა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით განსაზღვრული წესით. გარდა ამისა კანონიდან ამოღებული იქნება ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის განმარტებები, ვინაიდან ისინი გაინმარტებულია პაკეტით წარმოდგენილი ახალი კანონით)

9.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს მექანიკური საშუალების/მოწყობილობის გამოყენებით. მატერიალურ დოკუმენტზე მექანიკური საშუალების/მოწყობილობის გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება მართვის ავტომატური საშუალებით გაცემული დოკუმენტისა და მისი ასლის იურიდიული ძალის საკითხს. აღნიშნული მოწესრიგებულია პაკეტით წარმოდგენილი ახალი კანონით)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით აკრედიტაციის ცენტრი აღარ განახორციელებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის აკრედიტაციას. აღნიშნული შედის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპეტენციაში.)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით გაცემული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს. აღნიშნული მოწესრიგებულია პაკეტით წარმოდგენილი ახალი კანონით.)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება სააგენტოში შენახული დოკუმენტების ელექტრონული ასლისა და მათი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის საკითხს.)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის შესაბამის მუხლში ტერმინების ციფრული ხელმოწერის და დახურული გასაღების ნაცვლად გამოყენებული იქნება შესაბამისად ტერმინები კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და ხელმოწერის შექმნის მონაცემები.)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონის შესაბამისი მუხლიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება სააგენტოში შენახული დოკუმენტების ელექტრონული ასლისა და მათი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს, აგრეთვე ელექტრონულ დოკუმენტზე დაფიქსირებული ნებისმიერი ელექტრონული ხელმოწერის მეტერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალისა და დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტის იურიდიული ძალის საკითხებს.)

17.     საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში შექმნილი ან დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლისა და მათი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ენერგეტიკის სამინისტროში შექმნილი ან დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლისა და მათი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება ჩანაწერები, რომელიც ტექნიკური საშუალებით შესრულებული ხელმოწერისა და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული სამართლებრივი აქტის/მისი ამონაბეჭდის სამართლებრივ ძალაზე მიუთითებს.)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ითვლება შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესათის მიერ მიღებულად, მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამოღებული იქნება ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის იურიდიული ძალის საკითხთან მიმართებით.)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებად განისაზღვრება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო მომსახურების მიწოდება.)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი ან დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლისა და მათი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ხდება კანონის სახელწოდების დაზუსტება და მიეთითება, რომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა.)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ეროვნულ სატყეო სააგენტოში შექმნილი ან დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლისა და მათი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონპროექტით ზუსტდება ტერმინები ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული ხელმოწერა, გარდა ამისა შესაბამის მუხლებში ხდება ასევე ტერმინოლოგიური ცვლილებები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით.)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან იმ დებულების ამოღებას, რომელიც ეხება ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ელექტრონული ასლისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

28.    საქართველოს კანონის პროექტი  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ციფრული ხელმოწერა ჩანაცვლდება ტერმინებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. გარდა ამისა გათვალისწინებულია კანონიდან იმ დებულების ამოღება, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

29.    საქართველოს კანონის პროექტი  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია შესაბამისი მუხლიდან იმ დებულების ამოღება, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

30.    საქართველოს კანონის პროექტი  „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია შესაბამისი მუხლიდან იმ დებულების ამოღება, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

31.    საქართველოს კანონის პროექტი  „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია შესაბამისი მუხლიდან იმ დებულების ამოღება, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.)

32.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან იმ დებულებების ამოღებას, რომელიბიც შესაძლებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინებაში მოსამართლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებას)

33.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია შესაბამისი მუხლიდან იმ დებულების ამოღება, რომლის მიხედვითაც ამავე კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შედეგად ელექტრონული ფორმით გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც − მატერიალურ დოკუმენტს)

34.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. აქვე დგინდება ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად გადაგზავნის დროებითი წესი 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის)

35.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ციფრული ხელმოწერა ჩანაცვლდება ტერმინით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. აგრეთვე გათვალისწინებულია შესაბამისი მუხლიდან იმ დებულების ამოღება, რომელიც ეხება ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/45, 09.02.2017),  III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  მოადგილე მიხეილ სარჯველაძე)

         (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევის გარდა შესაძლებელი იქნება აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/420, 10.12.2015) III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი)

         (კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი და გადატანილსაჭიანი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის დაუშვებლობას; სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გათვალისწინებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი სპეციალური სტიკერის გაცემა, რომელიც უფლებას ანიჭებს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის მესაკუთრეს/მფლობელს მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გადააადგილოს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.  კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში. კანონს ემატება დანართი, რომელიც განსაზღვრავს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შემცირების ცხრილს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სატრანსპორტო ხასიათის სამართალდარღვევებზე მითითებით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის დადგენილი ადმინისტრაციული სახდელების გადასინჯვა და რიგ შემთხვევებში კოდექსით დადგენილი მართვის უფლების შეჩერება იცვლება ჯარიმით. შესაბამისი მუხლის შენიშვნით განისაზღვრება თუ რა ჩაითვლება სანომრე ნიშნის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვად.  ცალკეულ შემთხევებში იზრდება ჯარიმის ოდენობები (მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(კანონპროექტი უფლებას ანიჭებს პოლიციას,  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. ამასთან, გარდამავალი დებულების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე  ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული, ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების

40.    საქართველოს კანონის პროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/36, 26.01.2017), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და დავით ხუციშვილი)

         (წარმოდგენილი პროექტის მიხედვით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი არ გავრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართვლოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე)

41.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/35, 25.01.2017) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)        

42.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ (#07-2/53, 16.03.2017).

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

43.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2016 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმთან (#07-1/6, 27.03.2017) საქართველოს შეერთების თაობაზე“

            (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები მარიამ ვალიშვილი და ირაკლი ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

44.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/56, 31.03.2017) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

45.    ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ  2016 წლის ანგარიში (#4517, 07.03.2017).

(მომხსენებელი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

            „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან (#07-2/42, 08.02.2017) გამომდინარე კანონპროექტები:

46.    საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული კანონი დაარეგულირებს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებებს, არამედ იგი გავრცელდება აგრეთვე ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში (შესაბამისად სახელი ეცვლება კანონსაც). ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა როგორც ქალის საზოგადოებრივ, ისე მის პირად ცხოვრებაში. კანონპროექტით ცვლილება აისახება იმ მუხლებში, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ასევე ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს და გარანტიებს და აღნიშნული აგრეთვე გავრცელდება ძალადობის მსხვერპლ ქალებზეც. ცვლილება ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესს და აღარ არის გათვალისწინებული მისი სასამართლოს მიერ დამტკიცების საკითხი. გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების ცალკეული ღონისძიებები, აგრეთვე  რეგულაციები გარდამავალი პერიოდისთვის)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (ცვლილება ხორციელდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავში, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხს და აღნიშნული თავი ასევე მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მათ დახმარებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების წესებს. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი გათვალისწინებული იქნება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დარეგულირდება შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის განხილვის წესი. გარდა ამისა კანონპროექტით გათვალისწინებულია დამცავი ორდერის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ორდერის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შსს-ს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი საუბნო სამსახურისათვის გადაგზავნა)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ხდება რამდენიმე ქმედების კრიმინალიზაცია, კერძოდ: იძულებითი სტერილიზაცია, ქალის გენეტალიების დასახიჩრება, აგრეთვე ადევნება; განისაზღვრება ის გარემოებები, რომლებიც ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებაში დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება; ცვლილება ეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დანაშაულის დისპოზიციას; ფართოვდება ოჯახის წევრების წრე ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის მარეგულირებელ ნორმაში)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით მოძალადეს შემაკავებელი ორდერის მოქმდების პერიოდში, ან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა. გარდა ამისა შესაბამის მუხლში ტექნიკურად იცვლება კანონის სახელწოდება და მიეთითება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით განისაზღვრება პოლიციის უფლებამოსილებები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, კერძოდ, პოლიცია თავისი კომპეტენციია ფარგლებში პენიტენციური დაწესებულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ატყობინებს ძალადობის მსხვერპლს ქალს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე თვისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.  ამას გარდა განისაზღვრება პოლიციის უფლებამოსილება ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვისათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (ქალთა მიმართ ძალადობის ჩადენის შემთხვევაში შინაგან საქმეთა ორგანოებს ექნებათ უფლება კანონით დადგენილი საფუძვლით მოახდინონ ადმინისტრაციული დაკავება)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (ანონპროექტის მიხედვით სასამართლო მედიაცია არ შეიძლება გავრცელდეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ დავებზე (მათ შორის მხარეთა თანხმობის შემთხვევაშიც კი)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებული მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად, მათ შორის, გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა, თუ პირის მიმართ დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებით)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა  

         (კანონპროექტის მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისათვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე თვისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ადვოკატს უფლება ექნება პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტის თაობაზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა            

         (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი ვალდებული იქნება პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს სტუდენტის მიერ მის წინაშე გამოთქმული ისეთი პირადი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და სკოლის მანდატური ვალდებული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტის თაობაზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს აწვდის ინფორმაციას, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა  

         (სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ ინფორმაცია შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. გარდა ამისა პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში სამედიცინო მომსახურების გამწევის ჩარევა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად)

61.    საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება ექნება გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება ექნება ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში თუ პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ადგილი აქვს ქალთა მიმართ ძალადობას და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად)

62.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის (გარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისა) ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში ამოქმედდება 2017 წლის 1 მაისიდან)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის შესაბამის მუხლში ტექნიკურად იცვლება კანონის სახელწოდება და მიეთითება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე)

64.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით უცხოელს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლია, შეეძლება მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელსაც გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. გარდა ამისა, დაუშვებელია საქართველოდან გაძევებული იქნეს უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდის განმავლობაში)

65.    საქართველოს კანონის პროექტი გენდერული თანასწორობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა გენდერულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. აღნიშნული კომისიის დებულების დამტკიცება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს 2017 წლის 1 მაისამდე)

66.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში)

67.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა)

68.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით)

69.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (შრომითი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში)

70.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/478; 15.04.2016), II მოსმენა  

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა კონკრეტული მიწის ნაკვეთისა), განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწყობდება სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ან აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას  შესაბამისად გასცემს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად. ამასთან,  სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, ძირნაყარი მერქნული რესურსის  დასაწყობებისა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემა მოხდება არაუმეტეს 49 წლის ვადით (ნაცვლად 10 წლიანი ვადისა). გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება)  

71.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ჩანაწერის - „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“ შეიცვალა ჩანაწერით - „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“)

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა     და     ინოვაციის     ჩარჩო     პროგრამაში    (2014 - 2020)     საქართველოს   მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმებიდან გამომდინარე

72.    საქართველოს კანონის პროექტი მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(#07-2/508, 04.07.2016),   II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, იცვლება მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი (8733 ჰა-ს ნაცვლად მიეთითება 7333.18 ჰა.) ამასთავე, კანონიდან ხდება მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული ტერიტორიის ბუნებრივ-გეოგრაფიულ ნაწილებად დაყოფისა და მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სატყეო და სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობების, სატყეოების/ტყის უბნების, კვარტალებისა და ლიტერების მიხედვით აღწერის საფუძვლების ამოღება. გარდა ამისა, მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრები განისაზღვრება ახალი გეოგრაფიული კოორდინატებით)

73.    საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/34, 12.01.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირეიბის საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი (აქამდე აღნიშნული საკითხი დარეგულირებული იყო კანონქვემდებარე აქტით). კანონს ემატება დანართი, რომელიც სხვადასხვა ბუნებრივ რესურსთან მიმართებაში ადგენს რეგულირების საფასურის ოდენობებს. გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის წესი)

74.    საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/432, 18.12.2015)  II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(წარმოდგენილი ცვლილებით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ იმ კრედიტორებსაც, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამავე კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ არგუმენტირებულად ასაბუთებენ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობას. ასეთ შემთხვევაში მოვალეს უნდა მიეცეს გონივრული ვადა (მაგრამ არაუმეტეს 4 დღისა) თავისი პოზიციის წარმოსადგენად. კანონპროექტით მოვალეს უფლება ეძლევა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ისე რეაბილიტაცია; გადახდისუუნარობის პროცესში ყველა კრედიტორს, რომელთა მოთხოვნები აღიარებული სასამართლოს მიერ, უფლება ექნება მოითხოვოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

75.    საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე იმ კრედიტორების მიმართვის შემთხვევაში, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ არგუმენტირებულად ასაბუთებენ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობას, მოვალისთვის აღნიშნული კრედიტორების განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნასთან ერთად მას ეცნობება ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების თაობაზეც)

76.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (# 07-3/19, 07.03.2017),I მოსმენა   

(საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ჯაშის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტით ზუსტდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ - უსდ) აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების წესი, კერძოდ, გათვალისწინებულია სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის უფლება აკადემიური საბჭოს წევრების არჩევის პროცესში; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში, ისევე როგორც უსდ-ს წარმომადგენლობით საბჭოში, შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი იქნეს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი, დადგენილი წესის შესაბამისად; გათვალისწინებულია შუალედური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უსდ-ს წარმომადგენლობით საბჭოს წევრი სტუდენტისთვის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრის სტუდენტისთვის შესაბამისი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში; უსდ ვალდებული იქნება შექმნას სტუდენტური აქტივობების ხელშემწყობი წინადადებების განხილვის, დამტკიცებისა და დაფინანსების გამჭვირვალე მექანიზმი (კომისია/საბჭო), შეფასების კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, იქვე დგინდება სტუდენტის უფლებები აღნიშნულ პროცესში; გათვალისწინებულია სტუდენტთა წარმომადგენლობითი გაერთიანებების სხვადასხვა ფორმები - სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, სტუდენტური ასამბლეა, სტუდენტური საბჭო, და წესრიგდება მასთან დაკავშირებული საკითხები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

77.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/35, 17.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტით იმ საფუძვლებიდან, რა დროსაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, ხდება ერთ-ერთის ამოღება, კერძოდ, ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით  ჩანაცვლების შემთხვევა)

78.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ (#07-2/501, 10.06.2016), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად ახლებურად გაიწერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი, მისი მიზნები, ამოცანები და საქმიანობა. ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა საზოგადოების უფლებამოსილებები. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების რეგულირებას, მათ შორის დაკონკრეტდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები. დაზუსტდა მთელი რიგი რეგულაციები. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“)

79.    საქართველოს კანონის პროექტი „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით განისაზღვრა „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის თავისებურებები. დადგინდა, რომ ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში დამცავი ფუნქციით განმასხვავებელი ფუნქციით. გაიწერა ემბლების  დამცავი ფუნქციით გამოყენებისა და ემბლემის განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენების პირობები და უფლებამოსილი პირები. ჩამოყალიბდა აგრეთვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის საზოგადოების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენების შემთხვევები. განისაზღვრა, რომ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის და წითელი კრისტალის ემბლემისა და სახელწოდებების ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“)

80.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (აღნიშნული კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრა პასუხისმგებლობა წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების, ასევე სახელწოდებების „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და  „წითელი კრისტალი“ იმიტაციისა და უკანონო გამოყენებისათვის. გათვალისწინებულია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ხოლო ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები. გარდა ამისა, ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. პროექტის შესაბამისად, აღნიშნული საქმე განიხილება – 7 დღის ვადაში)

81.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის შესაბამისად, დაზუსტდა მუხლის კონკრეტული დეფინიცია, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევისთვის სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ ჩამონათვალს დაემატა ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებულ ერთ-ერთი დაცვითი ნიშნის - წითელი კრისტალის არასათანადოდ გამოყენებაც, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება)

82.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ (#07-2/47, 13.02.2017), I მოსმენა   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

          (კოდექსის პროექტით რეგულირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები, აგრეთვე ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემის დანერგვას, კერძოდ, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც ზემოქმედების რისკებისა და ხარისხის მიხედვით დაჯგუფებულია ორ დანართში. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურამდე ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია სკრინინგის პროცედურის ჩატარება. კანონპროექტით უქმდება გარემოზე ზემოქმედების სანებართვო სისტემა, ხოლო ახალი რეგულაციით სათანადო ეტაპების გავლის შემდეგ გაიცემა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა ტარდება სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების პროცედურებისგან დამოუკიდებლად, კერძოდ, ჯერ ხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის (მაგ.მშენებლობის ნებართვის) მიღება. განისაზღვრება გზშ-სგან გათავისუფლების საფუძვლები, გათვალისწინებულია საქმიანობის შემდგომი ანალიზი; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების და საექსპერტო კომისიის შექმნის საკითხები, გადაწყვეტილების გასაჩივრების, პასუხისმგებლობის დაკისრების წესები, აგრეთვე დებულებები გარდამავალი პერიოდისათვის)

 83.   საქართველოს კანონის პროექტი  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის სუბიექტად განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (ნაცვლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისა) მიღებასთან, სტრატეგიული გარემოსდაცვით შეფასებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები)

84.    საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იცვლება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობით)

85.    საქართველოს კანონის პროექტი  „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა მიეღო დადგენილება „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“)

86.    საქართველოს კანონის პროექტი  „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტექნიკურად იცვლება კანონის სახელწოდება, კერძოდ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით (ნაცვლად „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონისა) გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება. აღნიშნული ნორმიდან ამოღებული იქნება აგრეთვე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვაზე მითითება)

87.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონპროექტის მიხედვით თუ გარკვეული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, იგი ძალაში შევა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის  შემდეგ. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდება იმგვარი პირობები, რომელიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის მფლობელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი უკან დაუბრუნდება; ნებართვების ჩამონათვალიდან ხდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ამოღება; კანონპროექტით აგრეთვე რეგულირდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების გადანაწილების საკითხიც)

88.    საქართველოს კანონის პროექტი  „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით კანონიდან ხდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებლის ამოღება, ვინაიდან აღნიშნული ნებართვა აღარ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით)

89.    საქართველოს კანონის პროექტი  „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

         (კანონპროექტით საერთო-სახელმწიფოებრივ მოსაკრებლად განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი)

90.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა  

         (წარმოდგენილი ცვლილებით ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება და შესაბამის მუხლებში ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ნებართვის ნაცვლად გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება)

91.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით შებამისი მუხლიდან ხდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონზე მითითების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად ცხადდება წარმოდგენილი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტით)

92.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით შებამისი მუხლიდან ხდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონზე მითითების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად ცხადდება წარმოდგენილი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტით. შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა მოწესრიგდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით)

93.    საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი ცვლილებით შებამისი მუხლიდან ხდება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ კანონზე მითითების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული კანონი ამჟამად ძალადაკარგულია)

94.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონპროექტის მიხედვით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე შესაძლო მავნე ანთროპოგენური ზეგავლენის მოხდენის გათვალისწინება სავალდებულო იქნება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, გარემოსდაცვითი და სკრინინგის გადაწყვეტილებების გაცემის პროცესში)

95.    საქართველოს კანონის პროექტი  „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონიდან ხდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის განმარტების ამოღება, მის ნაცვლად კი განიმარტება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ან სკრინინგის გადაწყვეტილებების გაცემისას აუცილებელი იქნება ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება; გარდა ამისა, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სკრინინგის გადაწყვეტილება)

96.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა     

         (ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა სალიცენზიო განაცხადთან ერთად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

97.    საქართველოს კანონის პროექტი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომლის მიხედვითაც არქიტექტურული პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის შესაბამისად)

98.    საქართველოს კანონის პროექტი  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (პროექტის მიხედვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში და წარადგენს დასკვნას)

99.    საქართველოს კანონის პროექტი  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონპროექტის მიხედვით გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია დგინდება იმავე კოდექსის შესაბამისად)

100. საქართველოს კანონის პროექტი  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა      

         (კანონპროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის მიზნით სსიპ - საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებაში და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა)

101.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (კოდექსს ემატება რამდენიმე სამართალდარღვევა გარემოსდაცვით სფეროში, კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება სკრინინგის პროცედურის ჩატარების გარეშე. პასუხისმგებლობა განისაზღვრება აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. გარდა ამისა დგინდება აღნიშნული სამართალდარღვევების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო)

102. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა    

         (კანონპროექტით განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ)

103. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა       

         (პროკურორის შუამდგომლობაში, რომლითაც იგი სასამართლოს მიმართავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვისთვის, უნდა აღინიშნოს აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებაც, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს აღნიშნულთან დაკავშირებით)

104. საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტით საბიუჯეტო კოდექსში აისახება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებლის ოდენობა)

105.  საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/54, 22.03.2017),  I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, აგრეთვე გამომშრალი და ნედლი მარიხუანასთვის დიდი ოდენობების ცვლილებას; კერძოდ, მცენარე კანაფისთვის დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 1000 გრამი (ნაცვლად 250 გრამისა). ხოლო მარიხუანასთვის დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში იქნება 70 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), ნედლის შემთხვევაში - 140 გრამი (ნაცვლად 100 გრამისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

106.  საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(ცვლილების შესაბამისად ტერმინი „ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი“ გავრცელდება აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით გათვალისწინებულ პირზეც (პირი რომელმაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა მცენარე კანაფი და მარიხუანა); იგივე სახის ცვლილება ეხება ტერმინებს - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი)

107.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით ცალკე მუხლად გამოიყოფა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის (შედარებით მსუბუქი სანქციით), შესაბამისად აღნიშნულზე არ გავრცელდება კოდექსის 260-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება). ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით ცალკეულ შემთხვევებში ხდება სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. გარდამავალი დებულებით განისაზღვრება აღნიშნულ ცვლილებებთან შესაბამისობისთვის სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროცესუალური ღონისძიებები)

108.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, გადაზიდვის და გადაგზავნისათვის; ცვლილებით აღნიშნული ნორმა შეეხება არამხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებს, არამედ აგრეთვე ნარკოტიკების ანალოგსა და პრეკურსორებსაც. ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ცალკე გამოიყოფა სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან და მისი ჩადენისთვის დგინდება შედარებით მსუბუქი პასუხისმგებლობა)

109. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით პრობაციის ბიუროს უფროსს უფლება ექნება მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით (მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაშიც)

110.  საქართველოს კანონის პროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ (#07-2/55, 23.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტი განსაზღვრავს სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიან პრინციპებს და არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. პროექტით გათვალისწინებულია ის ურთიერთობები, რომელზედაც არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. მასში ასევე წარმოდგენილია მთელი რიგი ტერმინების განმარტებები. პროექტში ასახულია ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანი და წესი. პროექტის შესაბამისად სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია დაუშვებელია, თუ ეს ჯიშები არ არის შეტანილი ეროვნულ კატალოგში. განისაზღვრება სერტიფიცირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ამასთან ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. პროექტი ითვალისწინებს საველე ინპექტირებასა და თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების საფუძვლებს, პასუხისმგებლობის ზომებს კონკრეტული სახის სამართალდარღვევისათვის)

111. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/507, 24.06.2016) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქ.ართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვსი, გადაგზავნისა და გასაღებისათვის)

112. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/14, 25.01.2017), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისათვის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

         (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ქვეყნისათვის სტრატეგიულ ობიექტებთან ან სტრატეგიულ მიმართულებებთან არსებულ კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებით, ფაქტების გამოკვლევისა (მათ შორის კომერციული საიდუმლოების) და შესაბამისი რეაგირების მიზნით, პარლამენტში იქმნება ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის, მისი ფორმირების წესი და პროცედურები, აგრეთვე მუშაობის თავისებურებები. ამასთან, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარუდგენს პარლამენტის ბიუროს)

113.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/27, 16.03.2017), I მოსმენა  

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით (ნაცვლად20 პროცენტისა), თუ „საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

114.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/28, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა კონკრეტული რეგულაციები, კერძოდ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული (ნაცვლად 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებულისა) საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი, საკუთრებაში არსებული (ნაცვლად საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებულისა) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი და აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი (ნაცვლად 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტისა), გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევებისა)

115.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/29, 16.03.2017), I მოსმენა   

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მოგების გადასახადის შემცირება 15%-დან 10%-მდე. გარდა ამისა, შესაბამის კონკრეტულ შემთხვევებში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.90-ზე (ნაცვლად 0.85-ისა) გაყოფის შედეგად) 

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

116.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/30, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ასევე ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების საიჯარო მომსახურებაზე, კერძოდ პროექტის შესაბამისად ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით. ამასთან, იმპორტის გადასახადისაგან, კონკრეტულ შემთხვევაში, გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 500 ლარამდე (ნაცვლად 300 ლარამდე) ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)  

117.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/31, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება კანონიდან მიკრო ბიზნესის ცნების და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღება მთელ რიგ შესაბამის მუხლებში. ახლებურად განისაზღვრა მცირე ბიზნესთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს, შესაბამისად კანონიდან ხდება სათანადო რეგულაციის ამოღება, გარდა ამისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში. პროექტიდან ხდება იმ რეგულაციის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესსა და პირობებს. პროექტის მიხედვით, შესაბამის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს ნაცვლად 100 000 ლარისა. გათვალისწინებულია შესაბამისი ტექნიკური სახის ცვლილებების შეტანა)

118. საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,   I მოსმენა     

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი დეფინიციებში მიკრო ბიზნესის ნაცვლად განისაზღვრება          მცირე ბიზნესი)   

119.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/32, 16.03.2017), I მოსმენა   

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;   თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება იმპორტის გადასახადის გაუქმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას მთელ რიგ მუხლებში)

120. საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა     

         (წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი ნორმებიდან ხდება იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღება)

121. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის შესაბამის მუხლში და ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

122. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

123. საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც განსაზღვრავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანის გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისაგან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანაზე (იმპორტიზე) გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისაგან)

124. საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა     

(წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი ნორმებიდან ხდება იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან)

125.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა     

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

126.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციებიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)    

127.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/33, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;    თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით კანონიდან ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს პროცენტის დაბეგვრის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები დაბეგვრას გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით) პირობებს გადასახადის წყაროსთან)      

128.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/34, 16.03.2017), I მოსმენა 

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;    თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით იცვლება (მცირდება) კონკრეტული სახის საქონლის, (კერძოდ: ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა) და ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები) აქციზით დაბეგვრის განაკვეთები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

129. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/16, 28.02.2017), I მოსმენა

(საპარლამენტო ფრაქციის „საქართველოს პატრიოტები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ყოველ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 1 საათით. ეს დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გამომსვლელთა რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით)

130. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

131.  საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ (#07-3/43, 21.03.2017)

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

         (წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტებს, აღნიშნული ქმედებების დაგმობასა და საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს ოკუპირებული ტერიტორიის საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვისა და საერთაშორისო მედიასთან აქტიური მუშაობის კუთხით)

132. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“ (#739, 23.01.2017).    

            (მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები სერგო რატიანი და ოთარ კახიძე)