empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 13 - 15 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

  

 I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/139, 20.03.2018), I მოსმენა     

            (საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტი ახლებურად ადგენს სპორტული, გამაჯანსაღებელი და  სარეკრეაციო ტერიტორიის ცნებას, აგრეთვე სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებების მიღებას, რომლებითაც განისაზღვრება სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ვალდებულებას განახორციელონ სპორტული ობიექტების ყოველწლიური მონიტორინგი და მოვლა-პატრონობა. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს ყველა მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის  ვალდებულებას ყოველწლიურად მოაწყოს, განავითაროს ან/და განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მათი ტერიტორიის ფარგლებში არსებულ არანაკლებ ერთ  სპორტულ ობიექტზე)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა  

(კანონპროექტის თანახმად, იზღუდება სამშენებლო ნებართვების გაცემა სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, გარდა მშენებლობებისა, რომლებიც ამგვარი ტერიტორიების ფუნქციური გამოყენების მიზნებს არ სცილდება)

4.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  I მოსმენა

(კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების რეესტრის წარმოებას) 


 II  განსახილველი საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/119, 29.12.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); კანონს დანართის სახით ემატება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი, რომელიც უნდა დაერთოს კანონპროექტს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); ამასთან, კანონპროექტს უნდა დაერთოს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/140, 22.03.2018),  III მოსმენა  

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გოჩა ენუქიძის, დავით სონღულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე, დავით სონღულაშვილი

(კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშების ახალ წესს, რომლის თანახმადაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობანაგებობებთან მიმართებაში)

4.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(#07-2/201, 18.04.2018),  III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე)

(კანონის პროექტი ეხება პირის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადებით მიმართავასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (#07-3/157,  26.04.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა. კანონის პროექტით რეგულირდება  სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან, სოციალური გარანტიებთან, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობასთან და კარიერულ დაწინაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტი ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესის განსაზღვრას. კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლების ჩამონათვალს სხვა აქტებთან ერთად ემატება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონიც)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/151, 12.04.2018), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ბექა ოდიშარიას, ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, ოთარ ჩრდილელი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ ნორმების დაზუსტებას, რომელებიც ეხება სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ  თანხმობის გასცემასთან დაკავშირებულ საკითხებს)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/188, 05.04.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია)

(კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის“  დაზუსტებას. ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად უზრუნველყოფს  უსაფრთხოებასაც. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ტერმინის „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების“ განსაზღვრებას. კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძალადობის დაუშვებლობასთან, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/130, 01.03.2018), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე)

         (კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, კერძოდ მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები. მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები  განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პროექტი ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით ხდება რედაქციული დაზუსტება და შესაბამის აბზაცში სიტყვა „მრავალშვილიანი“ იცვლება ფრაზით „სამი ან მეტშვილიანი“.

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ (N10051, 11.06.2018).

            (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ (N10057, 11.06.2018).

            (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

14.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ (N10047, 11.06.2018).

            (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

15.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „TRIPS („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“) შეთანხმების ცვლილების ოქმის“ (#07-2/179, 13.03.2018) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გენადი არველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

16.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (#07-2/205, 02.05.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/158, 26.04.2018), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, დავით მათიკაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურებთან და სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვისა და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ #07-2/161, 29.12.2017),  II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ირმა ქავთარაძე და გენადი არველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (წარმოდგენილი ცვლილებით, ტექნიკური საფრთხის კონტროლის თავით დარეგულირებულ საკითხებს ემატება საქართველოს ბაზარზე განთავსებული შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. აღნიშნული პროდუქტების ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვრება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ეხება საქართველოს ბაზარზე პროდუქტების ზედამხედველობასა და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებებს, ასევე განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობისას სააგენტოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები (მათ შორის, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ამოღება, გამოთხოვა); დგინდება ის გარემოებები, რომელ შემთხვევაში რომელი ღონისძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული. წარმოდგენილი ცვლილებით ბაზარზე განთავსებად ჩაითვლება ეკონომიკური ოპერატორის მიერ ყოველი მიწოდება(ნაცვლად პირველადი მიწოდებისა); განიმარტება ტერმინი დადასტურებული საფრთხე; პროექტით ხდება სააგენტოსა და კერძო ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა; აგრეთვე დგინდება პასუხისმგებლობის ზომები სხვადასხვა დარღვევებისთვის. კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებებს)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (აღსრულების ქვემდებარე აქტებს ემატება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღების თაობაზე. აქვე დგინდება აღნიშნული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა  

         (ამ კანონით დადგენილი წესები არ გავრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თვისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელებულ პროდუქტის ფარულ შესყიდვაზე)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/189, 05.04.2018), II მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

         (კანონპროექტის თანახმად, განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინებების რეგისტრაციაზე არ გავრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.  გარდა ამისა, კანონპროექტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების თაობაზე)  

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/187, 05.04.2018), II მოსმენა        

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

         (კანონპროექტი ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის პირების რეგისტრაციისა და პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს  გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტებიში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტში და სამგზავრო დოკუმენტებში კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევებში იუსტიციის მინისტრს ენიჭება ასეთი რეკვიზიტის შევსების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თამამემამულის მოწმობის კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრს ენიჭება ასეთი რეკვიზიტის შევსების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ (#07-2/209, 03.05.2018), II მოსმენა  

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე) 

         (კანონის პროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები) 

26.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის იმ ნაწილის, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასებას, შეიმუშავებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ) 

27.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებს, რომლებშიც განმარტებულია სახელმწიფო საიდუმლოება და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ემატება სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო. შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია იქნება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია და მოხდება მისი დაცვა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით) 

28.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს) 

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით თანამდებობრივ შეზღედვას დაექვემდებარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული  სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები) 

30.    საქართველოს კანონის პროექტი  „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი არეგულირებს, ინციდენტზე/საგანგებო სიატუაციაზე რეგირების მიზნით წყალსარგებლობასთან, წყალსარგებლობის ძირითად მიზნებთან და პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს) 

31.    საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი აწესრიგებს ავარიის ლიკვიდაციის დროს საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებებებთან დაგავშირებულ საკითხებს) 

32.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალში, სადაც სპეციალური წოდებები წესდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩამატებას) 

33.    საქართველოს კანონის პროექტი  „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრს ენიჭება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი) 

34.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით ჩანაწერი - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −  საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი“ იცვლება ჩანაწერით - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – სერვისების სააგენტო“) 

35.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული  სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება ის დაწესებულება, რომელსაც სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის, შესაბამისი ღონისძიებების  განხორციელების ვალდებულება ექნება) 

36.    საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით ჩანაწერი - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო“ იცვლება ჩანაწერით - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  და მისი ტერიტორიული დანაყოფები“. აგრეთვე „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგირიისათვის მიკუთვნებული ობიექტი“ იცვლება  - „სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტით“) 

37.    საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად) 

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ექნება უფლება თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებები) 

39.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინის - „მეხანძრე-მაშველის/მაშველის“ ჩანაცვლებას ტერმინით - „მეხანძრე/მაშველით“)

40.    საქართველოს კანონის პროექტი  „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა  

         (კანონის პროექტის მიხედვით, ჩანაწერი - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −  საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი“ იცვლება ჩანაწერით - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – სერვისების სააგენტო“) 

41.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით, საგანგებო სიტუაციის დროს,  ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემა) 

42.    საქართველოს კანონის პროექტი  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სახანძრო ჰიდრანტებიდან წყლით სარგებლობა საფასურის გადახდის გარეშე. კანონის პროექტით აგრეთვე წესდება წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულება წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ) 

43.    საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის  სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, სამსახურის სისტემის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებასთან დაგავშირებულ საკითხებს) 

44.    საქართველოს კანონის პროექტი  „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

         (კანონის პროექტი არეგულირებს მოქალაქის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში დამხმარე ფუნქცია-მოვალეობებს შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

45.    საქართველოს კანონის პროექტი  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელის ვალდებულებას საგანგებო სიტუაციის დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემა) 

46.    საქართველოს კანონის პროექტი  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი აწესრიგებს სახელმწიფო სახანძრო უსაფრთხოებას დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

47.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეების პენსიასთან დაკავშირებული უფლებების მოწესრიგებას) 

48.    საქართველოს კანონის პროექტი „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და ამ მიზნით მოსახლეობის მომზადებაზე) 

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად იზრდება სანქციის ოდენობები სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისთვის. აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სამართალდარღვევის ახალი სახეები და შესაბამისი სანქცები) 

50.    საქართველოს კანონის პროექტი  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული  სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობასთან ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ დაექვემდებარება ტექნიკური საფრთხის კონტროლს) 

51.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას ხანძარსაშიში უბნის სტატუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად მიანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული  სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვა უფლებამოსილი ორგანოს აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/151, 30.11.2017), II მოსმენა     

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო აღარ განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, თუმცა, ცვლილების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ექნებათ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. პროექტის შესაბამისად ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება, თუმცა მისი ჩადენისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს (რომლის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი), რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი აღსრულების თავისებურებებს)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(რაიონული (საქალაქო) სასამართლო აღარ განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, თუმცა, ცვლილების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ექნებათ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, ამასთან, ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/156, 14.12.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონს ემატება ზოგიერთი ტერმინი თავისივე განმარტებით, კერძოდ განისაზღვრა რეფერენს-პროდუქტის განმარტება, ამასთან განისაზღვრა ბიოლოგიური სამკურნალო საშუალება, რომელსაც მიეკუთვნება, იმუნობიოლოგიური პრეპარატები; ადამიანის სისხლიდან ან ადამიანის პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებები; 
პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებები და სხვა. დაკონკრეტდა იმუნობიოლოგიური პრეპარატის განმარტებაც. განისაზღვრა ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევასთან დაკავშირებული ურთიერთობები და მისი თავისებურებები. გარდა ამისა, პროგრესული თერაპიის ან/და მის რომელიმე ტიპად კლასიფიცირებული სამკურნალო საშუალებები საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით (არაუმეტეს 5 წლის ვადით) დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი დაშვებულია ევროპის წამლის სააგენტოს ან აშშ წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. დაზუსტდა ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნულ რეჟიმთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი, მათ შორის სარეგისტრაციო დოკუმენტების ადმინისტრაციულ ნაწილში წარმოსადგენი დოკუმენტები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/208, 03.05.2018), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე)

         (კანონის პროექტი აწესრიგებს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა)

56.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ(#07-2/217, 17.05.2018), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

         (ორგანული კანონის პროექტი აწესრიგებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებული საკითხებს. ორგანული კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა ორგანული კანონის პროექტით დგინდება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/210, 10.05.2018), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტი არეგულირებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის და ამ მიზნით ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ საკითხებს)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/204, 30.04.2018), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტის თანახმად, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საშემოსავლო გადასახადით აგრეთვე არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეები)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/141, 22.03.2018), II მოსმენა     

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას, ალექსანდრე ქანთარიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, არჩილ თალაკვაძე, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ალექსანდრე ქანთარია: თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტი ეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის და თვითნებურად შეცვლისათვის, თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების დაზიანებისათვის. ამასთან, იზრდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ დამცავ ზონაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გარე ვაჭრობისათვის, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით. მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გარე ვაჭრობისათვის და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის. დგინდება სანქციები აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჯარიმის განსაზღვრის და სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის  უფლებამოსილება ენიჭება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს ან მის მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს)

60.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/171, 21.05.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. ორგანული კანონის პრექტი არეგულირებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევასთან და გადაყენებასთან დაკავშირებული საკითხებს)

61.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/172, 21.05.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტი არეგულირებს საქართველოს გენერალური აუდიტორის არჩევასთან და თანამდებობიდან გადაყენებასთან, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

62.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი) 

63.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ, ორგანულ კანონში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი)

64.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/173, 21.05.2018), I მოსმენა      

(საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტი ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრასთან და მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

65.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/174, 21.05.2018), I მოსმენა      

(საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

66.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი რეფერენდუმის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. ორგანული კანონის პროექტი აწესრიგებს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის მიზნით რეფერენდუმის მოეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

67.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/164, 10.05.2018), I მოსმენა 

(საქ.ართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, დიმიტრი მხეიძის, ირაკლი ბერაიას, ლევან ბეჟანიძის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე და რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად სახალხო დამცველი ზედამხედველობს  საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სახალხო დამცველის არჩევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები)

68.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა  

         (რეგლამენტის პროექტი არეგულირებს სახალხო დამცველის არჩევასთან და მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს. რეგლამენტის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სახალხო დამცველის 6 წლის ვადით არჩევას, ნაცვლად 5 წლისა)

69.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის აუცილებელი აღარ იქნება პარლამენტის თანხმობა)

70.    საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/181, 24.05.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დიმიტრი მხეიძის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე და რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტის თანახმად, ტერმინი „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო უსაფრთხოება“) 

71.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტი აწერიგებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

72.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტით წესრიგდება საჯარო ინფორმაციის ღიაობასთნ და პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხები)

73.    საქართველოს კანონის პროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/165, 10.05.2018), I მოსმენა 

            (საქ.ართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, დიმიტრი მხეიძის, ირაკლი ბერაიას, ლევან ბეჟანიძის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე და რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან. კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში მიეთითება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ნუმერაცია) 

74.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში მიეთითება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ნუმერაცია) 

75.    საქართველოს კანონის პროექტი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან. კერძოდ, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში მიეთითება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული  ნუმერაცია) 

76.    საქართველოს კანონის პროექტი „ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან. კერძოდ, „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში მიეთითება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ნუმერაცია) 

77.    საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ (#07-2/212, 10.05.2018), I მოსმენა 

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი არეგულირებს პროფესიული განათლების სისტემასთან და მის მართვასთან, კოლეჯის მართვასთან, ავტორიზაციასთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლთან, ქონებასთან, ანგარიშგებასთან და ბუღალტრულ აღრიცხვასთან, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

78.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინის „ეროვნული სასწავლო გეგმა“ ახლებურ განსაზღვრას. კანონის პროექტით აგერთვე წესრიგდება სრული ზოგადი განათლების მიღებასთან, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებებთან და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფციასთან დაკავშირებულ საკითხები)

79.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

         (კანონის პროექტის თანახმად აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, აღარ იქნება გამოყენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები) 

80.    საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონის პროექტის თანახმად ზუსტდება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების დასახელება, განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და წესრიგდება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები) 

81.    საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონის პროექტის თანახმად სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლებიდან ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოღება) 

82.    საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო  საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებირეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, ტერმინიგანათლების დიპლომიიცვლება ტერმინითდიპლომიდა განისაზღვრება, რომ დიპლომი არის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემაუმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის ანპროფესიული განათლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად) 

83.    საქართველოს კანონის პროექტი „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად ტერმინი ,,პროფესიული დიპლომი“ იცვლება „დილომით“, აგრეთვე დგინდება, რომ მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა) 

84.    საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად ტერმინი „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი“ იცვლება ტერმინით „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი“. გარდა ამისა, კანონიდან ხდება იმ გარდამავლი დებულებების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებდა აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემის ვალდებულებას) 

85.    საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა) 

86.    საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს ემატება ნორმა, რომლის შესაბამისადაც, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები დამუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით) 

87.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინის ,,პროფესიული დიპლომი“ ჩანაცვლებას ტერმინით „დიპლომი“)

88.    საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი საქართველოს მთავრობისადმი  „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ“ (#07-3/162, 10.05.2018) 

(საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა გაბუნიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე) 

(რეკომენდაცია ითვალისწინებს „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ“ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიცირების საჭიროების დასაბუთებას)

89.    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე  წარმოდგენილი  (მარინე მინდორაშვილი, ირაკლი აფხაიძე, სიმონ გელაშვილი, ოთარ ანგურიძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი (N07-2/226, 05.06.2017) 

(მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

90.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ“ (N9734, 05.06.2018). 

         (მომხსენებელი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე)