empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 12 - 14 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

  

         I  კენჭსაყრელი  საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/355, 29.05.2019), ერთი მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადის გაგრძელებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/288, 13.12.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

(კანონის პროექტი არეგულირებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერად ფულად დახმარებას)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/262, 13.12.2018),  II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, კარლო კოპალიანის, სულხან მახათაძის, დიმიტრი მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, სავალან მირზოევის, ლევან ბეჟანიძის, ანრი ოხანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილეები რატი იონათამიშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინება. კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყოს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის წესის შემუშავება)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ დამცავ ორდერში უნდა მიეთითოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და საფასურის გადახდის საკითხები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულს ეძლევა უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ან დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, გამოძიების შეწყვეტის შესახებ და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილებები)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი არ შეიძლება დაინიშნოს ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს როგორიც არის: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება  და მუქარა ემატება მაკვალიფიცირებელი გარემოება - „ოჯახის წევრის მიმართ“.  კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების კრიმინალიზაციას)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის შესაბამისად, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ოჯახში ძალადობისთვის, ოჯახური დანაშაულისათვის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე მოთავსებულია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, არ ჰქონდეს დაზარალებულთან წერილების, ტელეფონის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის სატელეფონო საუბრის და მიმოწერის უფლება დაზარალებულთან (მსხვერპლთან) იზღუდება დაზარალებულის (მსხვერპლის) წერილობითი მიმართვის საფუძველზე)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს  მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ და გაატაროს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (#07-3/282, 13.02.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის,  ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას,  ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე,  ცხოვრების სათანადო პირობებზე და  განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები)

14.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას)

15.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები)

16.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებას კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა მონაცემებთან ერთად, აისახოს კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე)

17.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“,  II მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატება ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებები)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში)  და ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში დაშვების წესების დარღვევა; მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა; ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა; არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა; საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა; ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე  ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი არეგულირებს ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადასთან, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებასთან, 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციას. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით ქმედების განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებას არასრულწლოვანს მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მართლმსაჯულების პროცესის,  პროცესის შედეგების, მხარდაჭერის და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა არასრლუწლოვნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, შვილად აყვანის საქმეზე 10 წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ბავშვისათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

29.    საქართველოს კანონის პროექტი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტით ზუსტდება, რომ გარდა არსებულისა, სააღმზრდელო საქმიანობა მოიცავს ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობას)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი განსაზღვრავს, მავნე ზეგავლენისაგან  ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე და მაუწყებლის პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლის, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების, აგრეთვე   ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  სპეციალურ ნუსხაში შეტანაზე და კონტროლზე  უფლებამოსილებას. გარდა ამისა კანონის პროექტით იკრძალება ისეთი  პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. გარდა ამისა, კანონის პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  ანიჭებს ფუნქციას დაარეგულიროს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება)

32.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსშექმნას)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/324, 27.03.2019), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი -საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

          (კანონის პროექტი აწესრიგებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტით განიმარტა ტერმინები „დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა“ და „მომხმარებელი“. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას იხელმძღვანელოს და სადაზღვევო საქმიანობა წარმართოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით. გარდა ამისა კანონის პროექტით წესრიგდება სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებთან დაკავშირებული საკითხები)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გავრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე).             

36.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/329, 04.04.2019), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები: ირინა აბულაძე და ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც სავალდებულო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის  დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

37.    საქართველოს კანონის პროექტი სამხედრო პოლიციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/342, 23.04.2019), II მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ნორმის დამატებას, რომლის თანახმადაც, სამხედრო პოლიცია უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკა, აგრეთვე  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოს ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა და ჩაწერის შესახებ შესაბამის პირთა ინფორმირება)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/340, 23.04.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

          (კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმაში ჩამოთვლილ პირებს ემატება საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთაც დადგენილი წესით მიეცემათ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2020 წლის 1 იანვრიდან დათხოვნის შემდეგ)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

          (კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახური, შსს, სუსი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სამსახურიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აგრეთვე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახური პერიოდი)

40.    საქართველოს კანონის პროექტი  „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/331, 05.04.2019), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, ზუსტდება ნორმა, რომელის მიხედვითაც შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მიეთითება, რომ შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით)

 

          II  განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ (#07-2/291, 13.12.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: ნიკოლოზ გაგუა, გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებთან და მოვალეობებთან, საბაჟო კონტროლთან, საბაჟო დავასთან, ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებთან, საქონლის ღირებულებასთან, საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან და საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საქონლის საბაჟო სტატუსთან, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, დეკლარაციის შემოწმებასთან და საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ხდება საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი ნორმების გამიჯვნა. აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან. გარდა ამისა კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ნორმების დამატება, რომლებითაც დარეგულირდება სასამართლოში პირის ცრუმაგიერად აღიარების პროცესუალური საკითხები)

5.      საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს თავისუფლ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული ურთიერთობები მოწესრიგდება საქართველოს საბაჟო კოდექსით. აგრეთვე, თავისუფლი ინდუსტრიული ზონების შესასვლელი და გამოსასვლელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად განისაზღვრება საბაჟო კანონმდებლობით)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

11.    საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. აგრეთვე, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საჰაერო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

27.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

        (კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად აგრეთვე განსაზღვრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი)

28.    საქართველოს კანონის პროექტი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კოდექსზე მითითებით)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე მითითება იცვლება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობაზე მითითებით)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

        (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს ემატება საბაჟო კანონმდებლობა)

31.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ (#07-3/294, 27.02.2019), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული)

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად, დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება კონსტიტუციის შესაბამისად და განისაზღვრება გამონაკლისი შემთხვევები. ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასთან, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის ცვლილებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის საკუთრებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“, II მოსმენა

კანონის პროექტი განსაზღვრავს, მიწის მიზნობრივ დანიშნულებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებს და მათი ცვლილების წესს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის პრინციპებს. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება, მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს მიწის ფონდთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლებასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლებასთან და უცხოელის და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ახლებურად დარეგულირდება, მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაციასა და მათ შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლებასთან, საზიარო საგნის განკარგვის წესთან, სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფის დაუშვებლობასთან და საოჯახო მეურნეობაზე საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა  სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან შესაბამისობაში მოდის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არამიზნობრივად გამოყენების შედეგად მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ნაცვლად თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისა)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ტერმინ „მიწასთან“ შესაბამისობაში მოდის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

          (კანონის პროექტის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ტერმინის „საკომლო (საოჯახო) მეურნეობის“ ნაცვლად მიეთითება „საოჯახო მეურნეობა“)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმაში  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე  და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონზე)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტს თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ტერმინ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან“ შესაბამისობაში მოდის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტს თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ტერმინ - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან“ შესაბამისობაში მოდის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებთან ერთად,  გავრცელდება  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული წესები)            

43.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)

45.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

48.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

49     საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

53.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

54.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/297, 27.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტი არეგულირებს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის იჯარით  (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

56.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/304, 13.03.2019), I მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

          (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადადის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზანი, დამოუკიდებლობა, საქმიანობის წესი, ანგარიშვალდებულება და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება მონიტორინგის სამსახურის მართვასა და ბიუჯეტთან, საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოების ოდენობებთან, უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

57.    საქართველოს კანონის პროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა   

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადადის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/276, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და ოთარ კახიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვალდებულებას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შედგენისას უზრუნველყოს ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულოობა. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ცენტრი ვალდებული იქნება სახელმწიფო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

59.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/325, 15.04.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ განსაზღვრულია 26 მაისი. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღად დარჩება მხოლოდ 9 აპრილი)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, 26 მაისის - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამოღება ორგანული კანონიდან, იწვევს შესაბამის ცვლილებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში)

61.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/319, 03.04.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადებისთვის,  გამოყენებისთვის, საქართველოში შემოტანისთვის, გადაზიდვისთვის ან საქართველოდან გატანისთვის. კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა - 150 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით)

62.    საქართველოს კანონის პროექტი  კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/321, 10.04.2019),  I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ სანქციის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: სანქციის გამოყენების მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენას. ამასთან, სავალდებულო წესით, თითოეული სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება. გარდა ამისა, კანონის პროექტი არეგულირებს ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/295, 27.02.2019), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებისთვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდეგაზრდას)       

64.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/322, 10.04.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მიეთითება, რომ არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე)

65.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანას საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ პარლამენტის რეგლამენტში მიეთითება, რომ პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის და საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას)

66.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

67.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლევან გზირიშვილისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/326, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ლევან გზირიშვილისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

68.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/327, 17.04.2019).

         (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

69.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „შოთა ქადაგიძისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/328, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს შოთა ქადაგიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

70.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2247/19, 14.02.2019)

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური)

71.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2548/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი)

72.    საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2834/19, 22.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე; საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  რომან გოცირიძე)

73.    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (N2-6179/19, 05.04.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე)

74.    საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-8186/19, 03.05.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია)

75.    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-8219/19, 03.05.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

76.    საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-10295/19, 31.05.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

77. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-10352/19, 03.06.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

78.    საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) ანგარიში (#2-3317/19, 01.03.2019)

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

79.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019).

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე)

80.     დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7798/19, 25.04.2019).

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

81.    საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7805/19, 25.04.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

82.     საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7807/19, 25.04.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

83.    საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში (#1-8483/19, 30.04.2019).      

            (მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

84.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის  2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ (#2-10935/19, 10.06.2019). 

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

85.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ (#2-10928/19, 10.06.2019). 

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

86.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ (#2-10932/19, 10.06.2019). 

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

87.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „მასწავლებლის  საქმიანობის დაწყების,    პროფესიული    განვითარებისა   და   კარიერული    წინსვლის    სქემით“ განსაზღვრული  შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (#07-3/305,13.03.2019),                                                              

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და სერგო რატიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში) 

          (დადგენილების პროექტის თანახმად, სერთიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის  შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიან დატვირთვაზე)

88.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017). 

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

89.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018). 

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)