empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 29 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

   

        I კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/370, 02.07.2019), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაურის ცვლილებას კერძოდ, კანონის სათაური ყალიბდება შემდეგნაირად: „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“. კანონის პროექტი ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანებას და მათ ბაზაზე სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას. კანონის პროექტით აგრეთვე, განისაზღვრება მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების შეწყვეტის კრიტერიუმები) 

2.      საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით) 

3.      საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით) 

4.      საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით წესრიგდება სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლეობასთან, კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობასთან, ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების იურიდიულ ძალასთან დაკავშირებული საკითხები) 

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით) 

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით, ხოლო იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტზე მითითება - „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე“ მითითებით) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით) 

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გაერთიანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეზე ზოგადი წესით გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება) 

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონიდან სსიპ - „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე“ მითითების ამოღებას. კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გაერთიანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეზე ზოგადი წესით გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება) 

11.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებების ამოღებას, რითაც შესაბამის პირებზე ზოგადი წესით გავრცელდება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მათი მინიჭების წესები) 

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტით წესრიგდება,  სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნასთან და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები) 

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით) 

14.    საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, ნაცვლად „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე) 

15.    საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტით „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ნაცვლად „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა, მითითება კეთდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე) 

16.    საქართველოს კანონის პროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტით ცვლილება შედის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფი პირების ჩამონათვალიდან ამოღებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეზე მითითება) 

17.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან, არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებასთან და არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად, ახლებურად წესრიგდება სასამართლო შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში არსებული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის ან სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელებას) 

19.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

(ორგანული კანონის პროექტით ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფი პირების ჩამონათვალიდან ამოღებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეზე მითითება)

 

II   განსახილველი  საკითხები:    

1.      საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“    საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/420, 20.11.2019), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია) 

         (კანონის პროექტის თანახმად ახლებურად განისაზღვრება ტერმინი „პაი“. კანონის პროექტი აგრეტვე ითვალისწინებს ტერმინ „სააგენტოს“ განმარტებას, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“  საქართველოს კანონით  განსაზღვრული დებულებების შესრულება და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საჭირო რესურსების კონსოლიდირება. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან, სტატუსის მინიჭების წესთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები) 

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები (გარდა კონკრეტული გამონაკლისისა) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება)

                                       (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)    

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/415, 13.11.2019), II მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი) 

          (კანონის პროექტის თანახმად მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. კანონის პროექტით იცვლება კანონის სახელწოდება და ნაცვლად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა, იგი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის პროექტის თანახმად, რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება, აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადასთან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლებთან და ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული საკითხები)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ კანონის პროექტთან „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტი ახლებურად აწესრიგებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად ასევე ჩაითვალოს 1994 წლიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ლიკვიდაციამდე თვითნებურად დაკავებული მიწაც)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ კანონის პროექტთან „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ, კანონში ნაცვლად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებისა, მიეთითება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებსმედიაციის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ კანონის პროექტთანსახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ, კანონში ნაცვლადსახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებსაქართველოს კანონზე მითითებისა, მიეთითებამიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებსაქართველოს კანონზე)

                                   (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/421, 20.11.2019), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები: თამილა ბარკალაია და ზაზა ბოხუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე) 

         (კანონის პროექტის თანახმად იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელწოდება. კეძოდ, ის განისაზღვრება შემდეგნაირად - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელწოდება. კეძოდ, ის განისაზღვრება შემდეგნაირად - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) 

9.      საქართველოს კანონის პროექტი  „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ იქნება გათვალისწინებული) 

10.    საქართველოს კანონის პროექტისოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმ სამსახურების ჩამონათვალში, რომელთაც აქვთ უფლებამოსილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ იქნება გათვალისწინებული) 

11.    საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირის  - სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ ექნება ფუნქციები მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირების მიმართულებით, რადგანაც მისი კომპეტენციები აღარ უკავშირდება მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციას) 

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირის  - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს ჩაანაცვლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) 

13.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო პენსიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი) 

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სააგენტოს), რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში) 

15. საქართველოს კანონის პროექტი გრანტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტის თანახმად სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება კომპეტენციები საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნითა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებით, ექნება ამავე შინაარსის გრანტების გაცემის შესაძლებლობა)

16.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად  საარჩევნო მიზნებისათვის, მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი არიან მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოსი, გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ)

                                    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/354, 28.05.2019), III მოსმენა        

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული შესყიდვები)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ (#07-2/307, 06.02.2019), III მოსმენა        

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი) 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში) 

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც  იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/354, 29.05.2019), III მოსმენა 

(საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ლევან კობერიძის, მირიან წიკლაურის, დიმიტრი მხეიძის, კობა ნარჩემაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე)

(კანონის პროექტის თანახმად, დღგ-ისგან და იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი)

21.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/361, 05.06.2019) რატიფიცირების თაობაზე“ 

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი;  თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

22.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ 2007 წლის 6 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოქმის (#07-2/372, 03.07.2019) რატიფიცირების თაობაზე“    

            (საქართველოს   მთავრობის   ინიციატივა;  მომხსენებელი  -  საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების    მინისტრის   მოადგილე    აკაკი  საღირაშვილი;    თანამომხსენებელი  -  საქართველოს პარლამენტის   დარგობრივი  ეკონომიკისა  და  ეკონომიკური  პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

23.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“  შეთანხმების (#07-2/377, 26.07.2019) რატიფიცირების თაობაზე“   

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/363, 05.06.2019), II მოსმენა 

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, მამუკა მდინარაძის, სოფიო კილაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას ინიციატივა; მომმხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატიონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი)

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის N2/7/779 გადაწყვეტილებით. კანონის პროექტით წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი დავის სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები) 

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალს ემატება კიდევ ერთი სამართალდარღვევა. კერძოდ, ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, რომელსაც ითვალისწინებს პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/353, 28.05.2019), II მოსმენა      

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

(კანონის პროექტის თანახმად, იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები კერძოდ, ფარავნის ტბის აღკვეთილი, საღამოს ტბის აღკვეთილი, აბულის ტბის აღკვეთილი. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება აღნიშნული დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (#07-2/375, 24.07.2019), II მოსმენა  

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტით რეგულირდება სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრასთან და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ზომებთან, განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან, ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების პრინციპებთან, რეგულაციებთან და წესებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება განახლებადი  წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატებთნ, ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის მდგრადობის კრიტერიუმებთან და საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (#07-2/346, 08.05.2019), II მოსმენა  

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი  თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტით წესრიგდება ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებასთან, გადაცემასთან, განაწილებასთან, მიწოდებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს ენერგეტიკულ საქმიანობებთან, ენერგეტიკულ ბაზრებთან, მიწოდების უსაფრთხოებასთან, წყალმომარაგებასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი გაითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზიას, ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიას, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზიას და ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზიას)

30.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ხდება ახალი ტერმინის - „ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები“ განმარტება და აგრეთვე ტერმინების: „მაგისტრალური მილსადენი“ და „სატრანსპორტო საშუალება“ განმარტების დაზუსტება. გარდა ამისა კანონის პროექტით რეგულირდება სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები)

31.    საქართველოს კანონის პროექტი  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ ძირითად პრინციპებს ემატება სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; წევრის და აპარატში დასაქმებულის დამოუკიდებლობა  ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესის, მათ შორის სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისგან, შესაბამის რეგულირებულ სექტორებში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას; ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების განხორციელებისათვისნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონის და მისი დამოუკიდებლად განხორციელების, საკუთარი ადექვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება) 

32.    საქართველოს კანონის პროექტი  „კონკურენციის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ძალადაკარგულად ცხადდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ტექსტში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონზე)           

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ძალადაკარგულად ცხადდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ტექსტში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონზე)

34.    საქართველოს კანონის პროექტი  „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/332, 10.04.2019), II მოსმენა  

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

         (კანონის პროექტის თანახმად, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ისეთი ტერმინები როგორიც არის: „ძირითადი მავნე ნივთიერებები“, „ზონა“, „აგლომერაცია“, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა“, „დონე“, „ზღვრულად დასაშვები ნორმები“, „შეფასება“, „შეფასების ზედა ზღვარი“, „შეფასების ქვედა ზღვარი“, „ტოლერანტობის ზღვარი“, „განგაშის ზღვარი“, „მიზნობრივი მნიშვნელობა“, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ და „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები“. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან და მართვასთან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმასთან, მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ (#07-3/244, 15.11.2018), I მოსმენა      

(საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის. კანონის პროექტის თანახმად, სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებში იგულისხმება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები“)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/292, 27.02.2019), I მოსმენა        

(საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი) 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას თუ ის არის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული პროფესიული სტუდენტის სტატუსი - სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 

37.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/363, 11.06.2019), I მოსმენა 

            (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი)

         (კანონის პროექტის შესაბამისად, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი იქნებიან სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართონ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ხოლო, სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი შესაბამისი სამინისტროების წარდგინებაში მითითებულ ვადაში)

38.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/335, 01.05.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე ქანთარიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ხოლო 14 - მაისი ,,სამშობლოს დღე“ ცხადდება უქმე დღედ)

39.    საქართველოს კანონის პროექტი ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/134, 06.03.2018), I მოსმენა    

            (საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკითანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი)

         (კანონის პროექტის მიხედვით განისაზღვრა ეროვნულ საარქივო ფონდში 1801-1991 წლამდე მოქმედ სახელმწიფო დაწესებულებებთან, ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული დოკუმენტებით სარგებლობის თავისებურებანი და მასთან დაკავშირებული ურთიერთობანი, კერძოდ ამგვარ დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია თუ სპეციალური კანონით სხვა რამე არ არის დადგენილი. დაინტერესებულ პირს უშუალოდ შეუძლია, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს კანონით განსაზღვრული წესით და ვადებში, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი ან გადაიღოს მისი ასლი საკუთარი ტექნიკური საშუალებებით)          

40.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე) 

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 

41.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე) 

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს  სივრცის  დაგეგმარების,  არქიტექტურული და სამშენებლო  საქმიანობის  კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/333, 01.05.2019), I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში  ცვლილების  შეტანის  შესახებ“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან, ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობისთვის)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)   

45.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა    

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას) 

46.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

47.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

48.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

50.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

51.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

52.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო) 

53.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა 

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/297, 27.02.2019), I მოსმენა   

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე) 

         (კანონის პროექტი არეგულირებს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის იჯარით  (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 

55.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/276, 06.02.2019), I მოსმენა     

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და ოთარ კახიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი) 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვალდებულებას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შედგენისას უზრუნველყოს ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულოობა. გარდა ამისა კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ცენტრი ვალდებული იქნება სახელმწიფო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

56.    საქართველოს კანონის პროექტი  კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/321, 10.04.2019), I მოსმენა 

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ სანქციის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: სანქციის გამოყენების მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენას. ამასთან, სავალდებულო წესით, თითოეული სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება. გარდა ამისა, კანონის პროექტი არეგულირებს ეროვნული ბანკის სანქციისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/295, 27.02.2019), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებისთვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდეგაზრდას)       

58.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/361, 05.06.2019),  I მოსმენა 

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც დაუშვებელი იქნება ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით) 

59.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/366, 12.06.2019), I მოსმენა    

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“  საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც დაუშვებელი იქნება ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია, საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით)

60.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ (#07-3/360, 05.06.2019). 

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას, ცოტნე ზურაბიანის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, გიორგი ხატიძის, სოფიო ქაცარავას, გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი  რატი იონათამიშვილი)

          დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსათვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით)

61.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების  პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით(#07-3/408, 23.10.2019)

(საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო გოგუაძის, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო ქაცარავას, თამარ ჩუგოშვილის, გენადი მარგველაშვილის, რომან კაკულიას, ზაზა ხუციშვილის, აკაკი ზოიძის, ნინო წილოსანის, გიორგი მოსიძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ცოტნე ზურაბიანის, მარიამ ჯაშის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, მამუკა მდინარაძის, გოგა გულორდავას, ედიშერ თოლორაიას, ენძელა მაჭავარიანის ინიციატივა;  მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა) 

(დადგენილების პროექტით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საქართველოს მთავრობას, განახორციელონ რიგი ღონისძებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით)

62.    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01.01.2019 – 30.06.2019) (#1-18150/19, 30.09.2019). 

         (მომხსენებელი - სსიპ - საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

63.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

64.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლევან გზირიშვილისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/326, 17.04.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი) 

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ლევან გზირიშვილისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

65.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/327, 17.04.2019).        

         (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

66.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „შოთა ქადაგიძისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (#07-3/328, 17.04.2019).        

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს შოთა ქადაგიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო)

67.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ (#07-3/330, 19.04.2019)

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი)

          (დადგენილების პროექტის თანახმად,  საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია; ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე)

68.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/410, 30.10.2019).

            (საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირმა ნადირაშვილი და ოთარ კახიძე)

         (წარმოდგენილი დადგენილების პროექტი, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 3 თვის ვადით. კომისია იქმნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოკვლევისა და სათანადო რეაგირების მიზნით)

69.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/417, 06.11.2019)    

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების, კანონსაწინააღმდეგო ქმედების და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეიქმნას)

70.    „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (#07-2/368, 14.06.2019)     

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

71.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი)

72.     დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (GUAM) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (#2-7798/19, 25.04.2019). 

(მომხსენებელი - დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი)

73.    საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ (#2-14829/19, 30.08.2019). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე)

74.    საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ (#2-11034/19/9, 11.06.2019) 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო წილოსანი)

75.    საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების“ შესახებ (#2-19503/19, 04.11.2019). 

        (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო)

76.      სსიპ -  საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში (#1-8461/19, 30.04.2019). 

(მომხსენებელი -  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი)

77.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ (#07-3/403, 09.10.2019)        

(საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები თინათინ ბოკუჩავა და რომან გოცირიძე)

(პროექტი ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს“. დრობით საგაოძი ისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრება 3 და კომისია შედგება 11 ვრისაგან) 

78.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „მასწავლებლის  საქმიანობის დაწყების,    პროფესიული    განვითარებისა    და   კარიერული    წინსვლის    სქემით“ განსაზღვრული  შესაბამისი  სტატუსის  მქონე პედაგოგებისთვის დანამატის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (#07-3/305,13.03.2019),  

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგი კაპანაძის და სერგო რატიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი) 

          (დადგენილების პროექტის თანახმად, სერთიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის  შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიან დატვირთვაზე)

79.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ (#07-3/364, 06.06.2019). 

            (საპარლამენტო ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი) 

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარდგინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებულ საკითხს)

80.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017). 

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

81.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018). 

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)