empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

 

  I   კენჭსაყრელი საკითხები: 

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/447, 19.02.2020), II მოსმენა 

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (კანონპროექტის მიხედვით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ და „თვითმმართველი ერთეულის“ ნაცვლად, გამოყენებული იქნება ერთი ტერმინი - „მუნიციპალიტეტის ორგანო“. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დაკორექტირდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული  საფუძვლები.  კანონის პროექტის შესაბამისად, ზუსტდება მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისა და მასში გაწევრების საკითხები. ხორციელდება კიდევ ერთი ტერმინოლოგიური ცვლილება და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“. ცვლილებები განხორციელდა  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და აუქციოცინის წესებთან დაკავშირებით. დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისას თუ რეგულაცია ეხება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობას, გამოიყენება ტერმინი - დარგობრივი ზედამხედველობა, „სახელმწიფო ზედამხედველობის“ ნაცვლად.  კანონის პროექტის შესაბამისად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები მოწესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) 

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად განხორციელდა ტერმინოლოგიური ცვლილებები რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების თაობაზე. ასევე მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ დაეთმობა საარჩევნო კომისიებს. კანონის პროექტის შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და არა აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.  დაკორექტირდა მერის, მისი მოადგილეებისა და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მის მოადგილეების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩევისა და დაინიშვნის, ასვე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილება დაამოწმოს რეფერენდუმის დროს მოქალაქეთა ხელმოწერები. ასევე დაკონკრეტდება უკანონოდ ჩამოხსნილი, დაზიანებული პლაკატების არსებობისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. დაკონკრეტდება გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა სახელდების შესახებ, ინფორმაციაც უნდა მიეწოდოს ცესკოს) 

3.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ იცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“ და „მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნები“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

4.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტები“ ნაცვლადება ტერმინით - „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები“) 

5.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“) 

6.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. კანონპროექტით მკვიდრედება ტერმინი საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება) 

7.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“, რითიც ორგანული კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, ნორმაში ტერმინი „ცენტრალური“, იცვლება ტერმინით „სახელმწიფო“)  

8.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო) 

9. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

10.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“, „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“ და „მუნიციპალიტეტით“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

11.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „მუნიციპალური სამსახური“ იცვლება „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“) 

12.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „ადგილობრივი მმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითაც კანონი შესაბამისობაში მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან. ამასთან, „რეფერენდუმის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილება, კანონით გათვალისწინებულ ფურცელზე, ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის დამოწმების თაობაზე) 

13. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“; „თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანო“ - „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთი“ და შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან) 

14.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“, იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანო“. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამოცანად განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიერ 50 პროცენტის ან მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შემოწმება) 

15. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანო“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოებით“, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით“, ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტის მოქმედება გავრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არა თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“. ცვლილებით ასევე ხდება დაკონკრეტება, რომ მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევის წესი) 

16. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოი“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“) 

17.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც, კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

18.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს  გარკვეული რედაქციულ ცვლილებებს) 

19.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც ორგანული კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

20.    საქართველოს კანონის პროექტი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტები“ ან „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“. ხოლო ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ - „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“. მე-2 თავის სათაური ყალიბდება ახლებური რედაქციით, „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა  და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“ „საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“. კანონით მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებად. დადგინდება, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის, მოქალაქეთათვის შეტყობინების გაგზავნის და მათ შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა განხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ კი დადგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საგანგებო მდგომარეობის დროს, ხოლო თავდაცვის სამინისტრო - საომარი მდგომარეობის დროს) 

21.    საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერინით - „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანო“, ასევე ტერმინი „საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე“ იცვლება ტერმინით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან“. ამასთან, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის გამცემად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი) 

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქები“ ჩანაცვლდება ტერმინით „ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრები“. ამასთან, იმის ტერმინი „რაიონი“ ჩანაცვლდება „მუნიციპალიტეტით“. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ აგრეთვე შეიცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“) 

23.    საქართველოს კანონის პროექტი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(წინამდებარე კანონპროექტის შესაბამისად, ჩანაწერები „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“ რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსის რედაქციასთან. ამასთან, ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ ნაცვლად გამოყენებული იქნება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, ხოლო ტერმინის „თვითმმართველი ერთეული“ ნაცვლად – „მუნიციპალიტეტი“. ამასთან დაზუსტდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემი ორგანო და ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსი, ამ უფლებამოსილების განმახორციელებლად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) 

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“ ან „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“. ამასთან, კანონპროექტის თანახმად „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ შეიცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

25.    საქართველოს კანონის პროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმაში, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითაც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

26.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის შესაბამისად, სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილებები, ამასთან, ზუსტდება სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი სუბიქეტი. ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ამოღება, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზაციის ნაწილში) 

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილება. კერძოდ, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“) 

28.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლები ან მათი ცალკეული ნაწილები შესაბამისობაში მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ ტერმინებთან) 

29.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანოები“. ამასთან, ადმინისტრაციულ პროცესში მხარედ შეიძლება გამოვიდეს, როგორც მუნიციპალიტეტი ასევე, მუნიციაპლიტეტის ორგანო, ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, შესაბამისი სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს) 

30.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ითვალისწინებს კანონის შესაბამისი მუხლების და მათი ცალკეული დებულებების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. ზუსტდება მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შედეგად შექმნილ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები) 

31.    საქართველოს კანონის პროექტი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეულები“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტები“. ტერმინები „რეგიონი“ და „დასახლებული პუნქტი“ ჩანაცვლდა „დასახლებით“ და „საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარით“. კანონპროექტის შესაბამისად, დაემატება ახლად წარმოქმნილი ან სახელწოდების არმქონე ქუჩებთან დაკავშირებული საკითხები. კანონიდან ამოღებულ იქნება ტერმინი „ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქები“ და იგი ჩანაცვლდება ტერმინით „ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრები“. ასევე აიკრძალება ერთსა და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე გეოგრაფიული ობიექტებისათვის ერთი და იგივე სახელწოდების დარქმევა. ამასთან ტერმინი „სახელმწიფო საზღვარი“ ჩანაცვლდა ტერმინით „სასაზღვრო ზოლი“) 

32.    საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად მუნიციპალიტეტები ითვალისწინებენ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს და ასევე მათი უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში) 

33.    საქართველოს კანონის პროექტი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონში „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვალა ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“. ამასთან, დაზუსტდა და განისაზღვრა, საძიებო სამუშაოს წესთან, მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებთან, ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხები,  დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. კანონპროექტის შესაბამისად, კანონის შესაბამისი ნორმებიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი სამხედრო გარნიზონებთან დაკავშირებით) 

34.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ ოჯახის მიმართ განსაზღვრული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას კანონში მუნიციპალიტეტებისთვის განსაზღვრული ფუნქციები კეთდება მითითება კოდექსის იმ მუხლებზე, სადაც განსაზღვრულია მათი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლები) 

35.    საქართველოს კანონის პროექტი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებისათვის განსაზღვრული ვალდებულებები და უფლებამოსილებები  კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელება) 

36.    საქართველოს კანონის პროექტი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონის ტექსტიდან ამოღებული იქნება ტერმინი -„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ და ამ ტერმინის ნაცვლად დამკვიდრდება ტერმინი - „მუნიციპალიტეტი“) 

37.    საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტები“ ჩანაცვლდება ტერმინით, „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, გაიმიჯნება მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილებები. ასევე დაზუსტდება რომ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილებები) 

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილებით დადგინდება, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განსაზღვრული ვალდებულებები აისახება შესაბამის პროგრამებში) 

39.    საქართველოს კანონის პროექტი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ინიციატივის შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებითმუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამასთან, კანონში გამოყენებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, ტერმინოლოგიურად იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

40.    საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, გრანტის მიმღებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტი, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი) 

41.    საქართველოს კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანო“.  ასევე დაკორექტირდა სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურა და წესი) 

42.    საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება, ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

43.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები“ - „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“,ხოლო ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შეიცვალა ტერმინით „მუნციპალიტეტი“, რითაც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, საკანონმდებლო აქტებში ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით, განხორციელდება ცვლილება შესაბამის მუხლში და „ქ. თბილისის მერის“ ნაცვლად გამოიყენება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი“. დადგინდება, რომ მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიურ გეგმის დამტკიცების წესი და ზუსტდება, საწარმოში წილის ფლობის უფლებამოსილების საკითხები) 

44.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, „თვითმმართველი ერთეულის საკუთრება“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო“ იცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, „მუნიციპალიტეტის საკუთრება“, „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები“ და „მუნიციპალიტეტები“, რითაც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

45.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო მუნიციპალიტეტები ამოღებულ იქნა) 

46.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(ანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. აგრეთვე ცვლილებას განიცდის მუნიციპალიტეტის კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროსა და ამ კომპეტენციათა გამიჯვნის სფეროში) 

47.    საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

48.    საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად,კანონიდან ამოღებულ იქნება მე-6 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას, განახორციელოს ნიადაგის დაცვა და კონტროლი გაუწიოს მიწათმოსარგებლეთა მიერ ნიადაგის დაცვისათვის დადგენილი წესების შესრულებას) 

49.    საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინებით - „მუნიციპალიტეტი“ და „მონიციპალიტეტის ორგანოები“) 

50.    საქართველოს კანონის პროექტი წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(ანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“.  ამასთანავე იცვლება მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვისა და წყალთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგების სფეროში) 

51.    საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეულები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“) 

52.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის უფლებამოსილებას. ამასთან, კანონიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დაცვის, მათი აღდგენითი და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში) 

53.    საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებული იქნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატობის უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებად, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისა, ხოლო ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება მუნიციპალიტეტებით. დაკორექტირდა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების საკითხები და განისაზღვრა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვალდებულებებში) 

54.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

55. საქართველოს კანონის პროექტი კულტურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, 24-ე მუხლის სათაური ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, მუხლის სათაურში ჩაემატა ტერმინი „მუნიციპალიტეტი“) 

56.    საქართველოს კანონის პროექტი  კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(წარმოდგენილი კანონპროექტით კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. გარდა ტერმინოლოგიურისა ასევე ცვლილებები განხროციელდა კანონის კოდექსთან შინაარსობრივ შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ახლებურად ჩამოყალიბებასა და მათთვის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების განსაზღვრაში) 

57.    საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“ ან „მუნიციპალიტეტის ორგანო“, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ – „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“, რითაც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, ახლებურად რეგულირდება თეატრების მართვის, დაფუძნებისა და მათი ხელძღვანელების დანიშვნის საკითხები, რითაც იმიჯნება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები. ასევე ახლებურად განიმარტება პროფესიული სახელმწიფო თეატრი, პროფესიული მუნიციპალური თეატრი, პროფესიული შერეული თეატრი)   

58.    საქართველოს კანონის პროექტი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი - „მუნიციპალიტეტის ორგანო“, ხოლო, თვითმმართველი ერთეულის აღსანიშნავად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი - „მუნიციპალიტეტი“. კანონპროექტის თანახმად, მუზეუმების დაფუძნების უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტსაც. აღნიშნული მუზეუმების მართვის მიზნით კი, მუნიციპალიტეტის ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება აღრიცხონ მუნიციპალიტეტის მართვაში და მის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმები. კანონპროექტი ადგენს სამუზეუმო საქმიანობაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას - მოახდინოს მის მიერ დაფუძნებული და მის მართვაში არსებული მუზეუმების დაფინანსება და შესაბამისად, კონტროლი) 

59.    საქართველოს კანონის პროექტი საბიბლიოთეკო საქმის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. დამატებით განისაზღვრება ეროვნული ბიბლიოთეკის კომპეტენციები და უფლებამოსილებები. ზუსტდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები მათ მართვაში არსებული ბიბლიოთეკების მიმართ. ასევე საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს მუნიციპლიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონების და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა) 

60.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონში გამოყენებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ – შეიცვალა ტერმინით „მუნიციპალიტეტი“) 

61.    საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნება ის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოთა ვალდებულებას, გამოყოს თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის და მათი სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფისათვის) 

62.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი - „ადგილობრივი ბიუჯეტიდან“ იცვლება, ტერმინით - „მუნიციპალური ბიუჯეტიდან“) 

63.    საქართველოს კანონის პროექტი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი - „ადგილობრივი ბიუჯეტების“ იცვლება, ტერმინით - „მუნიციპალური ბიუჯეტების“) 

64.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის შესაბამისად, „ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული“ და „ქალაქ თბილისი“ იცვლება - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტით“. ასევე ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, იცვლება „მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო ამასთან, ჩანაწერი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვლება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოთი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ – „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთი“, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ – „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“) 

65.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. კანონში არსებული ჩანაწერი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით იცვლება და ამ უფლებამოსილების ადრესატად განისაზღვრება მუნიციპალიტეტი, ნაცვლად მისი ორგანოებისა) 

66.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

67.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

68.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. კანონპროექტის თანახმად, გარდა ტერმინოლოგიური ცვლილებისა, კანონის მე-16 მუხლში სამსახურებრივი შეუთავსებლობის საფუძვლებს დაემატება მუნიციპალიტეტის ორგანოს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში საქმიანობა) 

69.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობა“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, პროექტის შესაბამისად მკვიდრდება ტერმინი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. ასევე, მკვიდრდება ტერმინი - „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი“. ხსენებული ცვლილებების შედეგად, ნარჩენების კოდექსი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან.ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოდ განისაზღვრა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, მასვე მიენიჭა აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, კანონპროექტით დაკონკრეტდა ამ უფლებამოსილებათა განმახორციელებელი ორგანო. კანონის პროექტით, ზუსტდება მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებები არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვის და დახურვის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის სფეროში) 

70.    საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

71.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილება ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვაში მონაწილეობის შესახებ) 

72.    საქართველოს კანონის პროექტი „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილება მაჭახელას ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობის თაობაზე) 

73.    საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება თბილისის ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობის თაობაზე) 

74.    საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, ამასთან, ტერმინი „საზღვრები“, იცვლება „ადმინისტრაციული საზღვრებით“, კანონის პროექტით, კანონის სათაურში ნაცვლად „ქ.თბილისისა“ მიეთითება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი“ ამასთან, პირველი მუხლის პირველ პუნქტში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი“, შემოკლდება „ქ.თბილისად“)

75.    საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფარგლებში არსებული დასახლებების მართვას, განახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) 

76.    საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ტერიტორიის ლანდშაფტის მართვა განისაზღვრა ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებად. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს წლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, კოდექსის შესაბამისად, განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) 

77.    საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებული იქნება შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგებაში მუნიციპალიტეტის მონაწილეობის კომპეტენციას) 

78.    საქართველოს კანონის პროექტი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილე სუბიექტებიდან ამოღებულია ადგილობრივი თვითმმართველობები) 

79.    საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად როგორც დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილე სუბიექტები ამოღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობები) 

80.    საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად  დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილე სუბიექტებიდან ამოღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობები) 

81.    საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

82.    საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერინით - „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

83.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“,„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ – „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებით“,ხოლო „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“,  ამასთან, სააგენტოსა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპი ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის სფეროში დაეფუძნება კოდექსს და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს) 

84.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“,„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ – „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებით“, ხოლო „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“, რითიც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ასევე დაკორექტირდა ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები შესაბამისი კანონების მითითებით) 

85.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, ხოლო, „ქალაქ თბილისის ტერიტორია“ ჩანაცვლდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით“) 

86.    საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

87.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

88.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონიდან ამოღებულ იქნება ნორმა, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას, დააფინანსოს საკუთარი ბიუჯეტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“) 

89.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის საკუთრება“, რითიც ქარტია ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

90.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილებები კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამასთან, საგადასახადო კოდექსით რწმუნებულისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები ცნობებისა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებად) 

91.    საქართველოს კანონის პროექტი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“, ხოლო „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ – „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“. აღნიშნული ცვლილებით, კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

92.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, შიდა აუდიტის სუბიექტი იქმნება მუნიციპალიტეტის მერიაში - შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულების საფუძველზე) 

93.    საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“, რითიც პატიმრობის კოდექსი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

94.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ხორციელდება მთელი რიგი ტერმინოლოგიური ცვლილებები რითაც „საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისობაში მოვა კოდექსთან.  ამასთან, შესაბამის ნორმებში დაზუსტდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და გამოიყენება ტერმინი „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო“. კანონის პროექტის შესაბამისად, საწარმოში აქციების/წილის მფლობელად განისაზღვრა მუნიციპალიტეტი, ნაცვლად მისი ორგანოსი. „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“) 

95.    საქართველოს კანონის პროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

96.     საქართველოს კანონის პროექტი ნოტარიატის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიიცვლება ტერმინით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

97.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი“ შეიცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

98.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“  იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანოებში“. რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

99.    საქართველოს კანონის პროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

100. საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

101. საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტისთანახმად, კანონში არსებული ჩანაწერი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“, იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, ხოლო, „ქალაქ თბილისის ტერიტორია - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

102. საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების“ ნაცვლად განისაზღვრება „საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება“) 

103. საქართველოს კანონის პროექტი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი, როგორც შინაარსობრივად, ასევე, ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

104. საქართველოს კანონის პროექტი „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, სამართლებრივი დავისას, მხარედ მუნიციპალიტეტთან ერთად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ორგანოც) 

105. საქართველოს კანონის პროექტი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

106. საქართველოს კანონის პროექტი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობა“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

107. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“) 

108. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

109. საქართველოს კანონის პროექტი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. 

110. საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“. 

111. საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, ხოლო, „ქალაქ თბილისი“ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტით“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, ტერმინი „ადგილობრივი ხელისუფლება“ შეიცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

112. საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

113. საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოები“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ და მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

114. საქართველოს კანონის პროექტი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი მოვა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან კერძოდ აქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს: „სათანადო დოკუმენტებს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად ნაცვლად, არსებული რედაქსციისა,  „სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად) 

115. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, კანონში ტერმინი ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

116. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს სარკინიგზო კოდექსიდან ამოღებულ იქნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში და სარკინიგზო მისასვლელის ლიანდაგის სარკინიგზო ქსელთან მიერთების საკითხებში. ამასთან, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

117. საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინიადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

118. საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

119. საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. აგრეთვე დგინდება ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლების მქონე სუბიექტები) 

120. საქართველოს კანონის პროექტი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. ამასთანავე დგინდება, რომ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს აღმასრულებელი ორგანოების წარდგინებით შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები“) 

121. საქართველოს კანონის პროექტი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

122. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეულები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

123. საქართველოს კანონის პროექტი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“) 

124. საქართველოს კანონის პროექტი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი არქიტექტურულ - „სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო“ იცვლება, „სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო“-თი ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტები“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, შეცვლება ნორმა, რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს აკისრებს სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას, სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას განახორციელებენ მუნიციპალიტეტები) 

125.  საქართველოს კანონის პროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

126. საქართველოს კანონის პროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის დამადასტურებელი საბუთის გამცემად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ნაცვლად თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა) 

127. საქართველოს კანონის პროექტი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, შემოქმედებითი კავშირების დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, დააფინანსოს შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამები) 

128. საქართველოს კანონის პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

129. საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „თვითმმართველი ერთეული“, „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“, „თვითმმართველი ერთეულის ქონება“, შეიცვალა შესაბამისი ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ მუნიციპალიტეტები“, „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ და „მუნიციპალიტეტის ქონება“, რითაც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, დაკორექტირდა აღსრულების ეროვნული ბიუროს გარკვეული უფლებამოსილებები ცალკეულ შემთხვევაში) 

130. საქართველოს კანონის პროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტები“,რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

131. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთა აგრეთვე დაკორექტირდა სამხედრო მოსამსახურისათვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სასამართლოში გაასაჩივრიების საკითხები) 

132.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტით ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილება და საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო - სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს წარმომადგენლობისას, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისა) 

133.    საქართველოს კანონის პროექტი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“  ჩანაცვლდა „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

134. საქართველოს კანონის პროექტი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით, ტერმინები ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, შეიცვალა ტერმინებით, შესაბამისად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები) 

135. საქართველოს კანონის პროექტი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. კანონს აგრეთვე ემატება ახალი ნორმა, რომელიც არეგულირებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის სფეროში, სადაც საუბარია სახელმწიფოს მიერ  საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებსა და მათი განხორციელების დარგობრივ ზედამხედველობაზე) 

136. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“) 

137. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“.  გარდა ამისა ზუსტდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები) 

138. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითაც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

139. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს აირჩევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-20 მუხლის შესაბამისად) 

140. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“. ამასთან კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლად და საწარმოს აქციათა ან 100 პროცენტიან წილის მფლობელად განისაზღვრება „მუნიციპალიტეტი“) 

141. საქართველოს კანონის პროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“) 

142. საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“) 

143. საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. ამასთანავე ზუსტდება, რომ ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნა შეიძლება მხოლოდ შესაბამის მუნიციპალიტეტთან და მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან) 

144. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ჩანაწერით „შესაბამისი მუნიციპალიტეტი“) 

145.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, კანონიდან ხდება „თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის“ უფლებამოსილების ამოღება. ასევე, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

146. საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, აქციისა და წილის მფლობელად განისაზღვრება „მუნიციპალიტეტ(ებ)ი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან)

147. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

148. საქართველოს კანონის პროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნება შესაბამისი ნორმები, რომელებითაც განისაზღვრებოდა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებები) 

149. საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განსაზღვრული ვალდებულებები აისახება შესაბამის პროგრამებში ნაცვლად სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა. ამასთანავე, კანონიდან ქრება ჩანაწერი, რის შესაბამისადაც საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი საზოგადოებრივი დაცვის სამსახურები) 

150. საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად ცვლილება თუ პაციენტის ან უფლებამოსილი სუბიექტების განცხადების ან საჩივრის განხილვას საბჭო არ მიიჩნევს მის კომპეტენციად, შესაძლოა მან ხსენებული განცხადება ან საჩივარი განსახილველად გადაუგზავნოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებელს ან უფლებამოსილ ორგანოს) 

151. საქართველოს კანონის პროექტი „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც, კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

152. საქართველოს კანონის პროექტი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც, კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

153. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

154. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინებით - „მუნიციპალიტეტის ორგანო“ და „მუნიციპალიტეტი“, ასევე საკუთრებაში საქონლის გადაცემის ნაწილში დაკორექტირდა შესაბამისი მუხლები, კერძოდ, საქონლის მფლობელმა ან პროცედურის მფლობელმა საქონელი შეიძლება საკუთრებაში გადასცეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე მუნიციპალიტეტს) 

155. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“ -თი და „მუნიციპალიტეტებით“) 

156. საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“) 

157. საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“) 

158. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

159. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობა“, „თვითმმართველი ერთეულები“  და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები“, „მუნიციპალიტეტები“ და „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

160. საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“) 

161.  საქართველოს კანონის პროექტი „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

162.  საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

163. საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“) 

164.  საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(ტერმინიადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვალა ტერმინითმუნიციპალიტეტი) 

165. საქართველოს კანონის პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტით“. ამოღებულია ჩანაწერი რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის, სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების განხორციელების წესი. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნაცვლად სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფუნქციად განისაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, როგორიც არის სარეაბილიტაციო და სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების შექმნა, მათთვის ნედლეულის შეძენა, პროდუქციის გასაღებაში დახმარება და სხვა. ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა მუნიციპალიტეტების ნაცვლად სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაა, მუნიციპალიტეტის ვალდებულებად რჩება მხოლოდ იმ უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, რომლებიც სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად აღარ საჭიროებენ ყოფნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში. ამასთან, დაზუსტდება, რომ სოციალური დახმარება ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებით მხოლოდ შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების არსებობისას) 

166. საქართველოს კანონის პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“) 

167. საქართველოს კანონის პროექტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონის მიზნებისთვის  „წარმომადგენლობითი ორგანო“ − ს განმარტებიდან ამოღებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, „აღმასრულებელი ორგანო“-ს განმარტებიდან კი საქართველოს პრეზიდენტი.  პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ცნობის სუბიექტად, წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოსთანთან ერთად დამატებით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელიც. ასეთი ტიპის ცვლილებები განხორციელდება სხვა ნორმებშიც და აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან ერთად მიეთითება ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს პრეზიდენტიც) 

168. საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

169. საქართველოს კანონის პროექტი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის თანახმად, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინთან  „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის)“ ასევე დაემატება ტერმინი „მუნიციპალიტეტი“) 

170. საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, ხოლო, „ქალაქი თბილისის“ და „ქალაქ ბათუმის“ ნაცვლად, გამოყენებულ იქნება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან) 

171. საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი ორგანოების“, იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანოები“) 

172. საქართველოს კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“, იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“) 

173.  საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-2/436, 13.01.2020),  III მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე)   

         (კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება ანგარიშვალდებული საწარმოს ცნებასთან, პერიოდულ საანგარიშგებო მოთხოვნებთან, ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების შემოსავლების შესახებ საანგარიშგებო მოთხოვნებთან, საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასასთან და საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის მიმართ დამატებით მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა კანონის პროექტი არეგულირებს ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციასთან და ცალკეული კატეგორიის ემიტენტებისათვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს) 

174.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

   (ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია, თავის მიერ დადგენილი   წესით, გამოაქვეყნოს  ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ორგანული კანონის პროექტი აგრეთვე   ითვალისწინებს   ეროვნული  ბანკის თავის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ  კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისათვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში,  ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს და  მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით) 

175.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ (#07-3/396, 25.09.2019).

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, ნატო ჩხეიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით, აგრეთვე პარლამენტის დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელმაც 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა)

176.   საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ (N2-6822/20, 25.06.2020). 

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე) 

177.   საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა არჩევის საკითხი.  (#1-8097/20, 21.06.2020

 

II  განსახილველი საკითხები:

1.      საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/443, 11.03.2020),  III მოსმენა. 

         (საქართველოს პარლამენტის 85 წევრის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე)

(კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. გარდა ამისა კონსტიტუციური კანონის პროექტით რეგულირდება პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილდებასთან, საარჩევნო ბარიერთან და ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები).

2.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/452, 21.02.2020), I მოსმენა 

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება გამარტივებული შესყიდვის  სააგენტოსთან შეთანხმების წესებთან, დავის განმხილველ ორგანოებთან, საბჭოს ინსტიტუციურ მოწყობასა და დამოუკიდებლობის გარანტიებთან, გადაწყვეტილებების გასაჩივრებასა და დავის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად  იცვლება „სახელმწიფო სამსახურის“ ცნება და ის აგრეთვე მოიაზრებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის საბჭოში საქმიანობასაც, როგორც სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში საქმიანობა. კანონის პროექტით აგრეთვე განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრებზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი)

4.      საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრებზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი)

    (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)        

6.      საქართველოს კანონის პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ (#07-3/467; 10.06.2020), II მოსმენა 

(საქართველო პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) 

(კანონის პროექტი განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებსა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. კანონის პროექტით წესრიგდება დასაქმების ძირითად ფორმებთან, დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებთან, მოწყვლადი ჯგუფების უპირატეს უფლებებთან და სახელმწიფოს ვალდებულებებთან, დასაქმების ხელშეწყობაში ჩართული სუბიექტების უფლება - მოვალეობებთან და დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილებების ჩამონათვალს ემატება „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

(კანონის პროექტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად)

 9.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით დაიდება იმ შემთხვევაშიც, თუკი შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბსიდირებას)

 10.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა 

(რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გასული წლის ანგარიშს და მომავალი წლის გეგმას. რეგლამენტის პროექტით აგრეთვე წესრიგდება აღნიშნული ანგარიშის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (#07-3/453, 20.05.2020), II მოსმენა    

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი) 

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც კონკრეტული („ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა“ და „დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა“) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა)

12.    საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიში (#1-6037/20, 30.04.2020).

         (მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)   

13.    სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში (#1-6002/20, 29.04.2020).

        (მომხსენებელი - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

14.    სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში (#1-5469/20, 01.04.2020)

            (მომხსენებელი - საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია; თანამომხსენებელი -  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე)