საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა ირანელ კოლეგებთან

12 მარტი 2018
საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა ირანელ კოლეგებთან

საქართველოს პარლამენტის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები ირანის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობისა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შალვა კიკნაველიძე მიესალმა სტუმრებს და ირანელ კოლეგებს მეგობრობის ჯგუფის წვრები გააცნო.

მან ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა ბოლო წლებში განხორციელებულ ორმხრივ მაღალი დონის ვიზიტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას. 

შალვა კიკნაველიძის თქმით, ირანთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც განპირობებულია ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ირანის მეგობრობის დიდი ისტორია და ითქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებამ ორი ქვეყნის მოსახლეობას უფრო ხშირი ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა.

ირანის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, აჰმად ალირეზაბეგიმ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ირანულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ სფეროში, საბანკო სექტორში, ასევე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრობლობის თაობაზე.

მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და სტუმრებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა ირანელ კოლეგებთან, 2018 წლის 12 მარტი

  • DSC_0329.JPG