შალვა კიკნაველიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

13 მარტი 2019
შალვა კიკნაველიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შალვა კიკნაველიძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები გოგა გულორდავა, რუსლან გაჯიევი და მამუკა ჩიქოვანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით აქტიურად ვითარდება, რასაც ორივე მხარე მიესალმა.
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების მიზნით, ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

შეხვედრის დასასრულს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა შალვა კიკნაველიძემ და აჰმად ალირეზაბეგმა სამახსოვრო სუვენირები გაცვალეს.

გალერეა

  • შალვა კიკნაველიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, 2019 წლის 13 მარტი