თემურ ჭკუასელი ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

23 მაისი 2019
თემურ ჭკუასელი ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თემურ ჭკუასელი, ეთიოპიის არარეზიდენტ ელჩ გირმა ტემესგენ ბარკესას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ძირითადად, ორი ქვეყნის ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო კავშირების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას დაუთმეს.

ეთიოპია და საქართველო ორი უძველესი ქვეყანაა და ბევრი მსგავსებაა ჩვენს ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ეთიოპიამაც მეოთხე საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა. ეთიოპიასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1993 წლიდან გვაქვს და ასევე გვყავს ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩი. ჩვენს პარლამენტში ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 2017 წელს ჩამოყალიბდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დონეზეც გავააქტიუროთ ურთიერთთანამშრომლობა. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ეთიოპიაში სტუმრობას. ბატონი ელჩის ეს ვიზიტი პირველია საქართველოში, იგი დაინტერესდა ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფით და დაგვპირდა, რომ ხელს შეუწყობს ანალოგიური ჯგუფის შექმნას ეთიოპიის პარლამენტშიც, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შემდგომ დაახლოებას“, - განაცხადა თემურ ჭკუასელმა შეხვედრის შემდეგ.

გალერეა

  • თემურ ჭკუასელი ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა, 2019 წლის 23 მაისი