საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

06 დეკემბერი 2017
საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი ვენაში 6 დეკემბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში და 7-8 დეკემბერს მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე განხილული იქნება წევრი ქვეყნების დღის წესრიგი და საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისი საკითხები. 

ეუთოს მინისტერიალი კი ორგანიზაციის ცენტრალური გადაწყვეტილებების და მმართველობის ორგანოს წარმოადგენს. ყოველწლიურ შეკრებაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 57 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ეუთოს სივრცეში არსებულ პრობლემებს და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.