სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში

17 სექტემბერი 2019
სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში

პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები და პარალამენტის აპარატის სტაჟიორები სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

სასწავლო ცენტრის უფროსმა, თამარ ომიაძემ, სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ პარლამენტის აპარატში სტაჟირების პროგრამით, რომელზეც ისაუბრა პროგრამის კოორდინატორმა, ნინო ხვიჩიამ.

სტაჟიორებსაც მიეცათ საშუალება, მათთვის საინტერესო საკითხები ამომწურავად განეხილათ.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობის სპეციფიკა.

შეხვედრის ბოლოს, ორივე მხარემ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების მიზნით, სასწავლო ცენტრების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და განვითარებისთვის.

გალერეა

  • სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში, 2019 წლის 17 სექტემბერი