განცხადება

 

საქართველოს პარლამენტის აპარატში დისტანციურ სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

1. საქართველოს პარლამენტის აპარატში ცხადდება დისტანციური სტაჟირების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთები მიიღება 2020 წლის 8 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected]

2. სტაჟირების კონკურსზე დაიშვება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც:

ა) ფლობს სახელმწიფო ენას;

ბ) ფლობს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ან არის ბაკალავრიატის არანაკლებ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი და მისი სპეციალობა შესაბამისია პარლამენტის აპარატის იმ სტრუქტურული ერთეულისათვის, სადაც სურს სტაჟირების გავლა.

 3. პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. 

4. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განაცხადის ფორმა (დანართი №1);

გ) აპლიკაციის ფორმა (დანართი №2);

დ) დიპლომის ასლი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;

ე) ფოტოსურათი (3X4). 

5. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/ge/stajireba) იხილეთ:

სტაჟირების პროგრამა (თეორიული ნაწილის სასწავლო პროგრამა და პრაქტიკული ნაწილის პროგრამები თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიხედვით);

სტაჟირების კონკურსის III ეტაპის − გასაუბრების − თემატიკა;

საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ სტრუქტურულ ერთეულთა ჩამონათვალი, სადაც ცხადდება დისტანციურად სტაჟირების შესარჩევი კონკურსი;

საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესი (დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 31 დეკემბრის №1/458/19 ბრძანებით).

6. დისტანციური სტაჟირების კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) ტესტირება (ქართული ენა, კომპიუტერული უნარები);

გ) გასაუბრება (გასაუბრებაზე კანდიდატს შესაძლებელია მიეცეს წერითი დავალება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჭიროებისა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე). გასაუბრება კომისიამ შესაძლებელია ჩაატაროს ონლაინ რეჟიმში. 

7. განაცხადების გადარჩევის ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები გაივლიან ტესტირებას:

ა) ქართულ ენაში,

ბ) კომპიუტერულ უნარებში.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის სასახლე. 

8. კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს. 

9. თუ კანდიდატი განაცხადს  ერთზე მეტ ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგენს, მისი არცერთი განაცხადი არ განიხილება. 

10. საქართველოს პარლამენტის აპარატის ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების ორჯერ გავლა დაუშვებელია. 

11. ინფორმაცია გასაუბრების თარიღის შესახებ  დამატებით გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე: www.parliament.ge/ge/stajireba

12. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: (+995) 032 228 13 21, სამუშაო დღეებში -  09:30 საათიდან 18:30 საათამდე (შესვენება: 14:00−15:00 სთ.).