გასაუბრების თემატიკა


სტაჟირების კონკურსზე გასაუბრების თემატიკა

 

1. საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება.

 

2. ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ბ) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება;

გ) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება;

დ) საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის დებულება.

 

3. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ:

ა) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულა;

ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება.