საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მედია და საზოგადოება 02 თებერვალი 2023
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.


კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამოქმედო გეგმა საორიენტაციო ინფორმაციას შეიცავს, რა აქტივობებით იქნება დაკავებული კომიტეტი. „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ღონისძიებები, აკტივობები, პროექტები, რომელიც სამოქმედო გეგმით არაა გათვალისწინებული, არ იქნება ჩვენი ინტერესის საგანი. ეს წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებების, ახლებურად დღის წესრიგის განსაზღვრის საჭიროებებს წარმოქმნის, თუმცა ძირითადი ხაზი სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით განისაზღვრება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა და გაუმჯობესება; სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ბრალდებულის, მსჯავრდებულის და დაზარალებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების განხილვა, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კულტურის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
30 მარტი 2023

კულტურის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებზე იმსჯელა
30 მარტი 2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტში შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
30 მარტი 2023

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტში შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუსმინა
30 მარტი 2023

ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუსმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
30 მარტი 2023

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R