საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 28 იანვარი 2022
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

„კანონპროექტის მიზანია, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული, ტერმინების, რეგულაციების დახვეწა, კოდექსის ნორმების პრაქტიკაში უკეთ აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კომიტეტის დასკვნაში ტექნიკური შენიშვნები იქნება ასახული გარდამავალი დებულებების ნაწილთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.


სხდომის დასასრულს, მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა კოლეგებსა და საქართველოს მოქალაქეებს.


„ეს დღე ბევრ ცივილიზებულ სახელმწიფოში აღინიშნება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა ყველამ თითო ნაბიჯი გადავდგათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
19 მაისი 2022

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე იმსჯელეს
18 მაისი 2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე იმსჯელეს

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
18 მაისი 2022

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R