საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ მთავრობის ანგარიში მოისმინეს

მედია და საზოგადოება 02 მაისი 2022
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ მთავრობის ანგარიში მოისმინეს

აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან (2021 წლის 1 სექტემბერი) განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.


ცალკეული მიმართულებების მიხედვით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ. მათ ასევე, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.


„არის რამდენიმე მიმართულება, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაქმების პოლიტიკაზე მუშაობს. მათგან უმთავრესი როლი სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს ეკისრება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ჩაიბარა და სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა დაიწყო, პირველადი წარმოება სოფლის მეურნეობაში გვქონდა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარის ოდენობით, ხოლო დღეისათვის ჩვენი პირველადი წარმოება თითქმის 7 მილიარდს უახლოვდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად ვზრდით საექსპორტო პროდუქციის მოცულობას და 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, მკვეთრად გავზარდეთ ექსპორტზე გატანილი პროდუქციის რაოდენობა - ეს არის ერთი მილიარდ 142 მილიონი დოლარის, რომელიც პროგრამების განხორციელების შედეგად თითქმის გაორმაგებულია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა და კომიტეტების წევრებს ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რის შედეგადაც, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, კერძოდ, 60 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.


გიორგი ხანიშვილმა აღინიშნა, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტს აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე აღინიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში, პროფესიონალი კადრების დეფიციტი აღინიშნება და აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობაზე, მათ შორის, აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - პროფესიულ განათლებაზე და დასაქმებაში განათლების როლზე ისაუბრა.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და, შესაბამისად, სახელმწიფოს ყურადღება დასაქმების პოლიტიკაზეა მიმართული.


„გვინდა თვითკრიტიკულებიც ვიყოთ. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ერთად უნდა დავსახოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქვეყანაში ვითარებას დასაქმების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროგრამების მეშვეობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სამუშაო ადგილების დიდ ნაწილს ვქმნით, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა განსაკუთრებული აქცენტები უნდა გააკეთოს, თუნდაც თემატური მოკვლევის სახით, რათა უფრო დეტალურად მოვიძიოთ, თუ რა პროფესიების დეფიციტი არსებობს ქვეყანაში, რა კეთდება ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ასევე გავცეთ კონკრეტული რეკომენდაციები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და აღნიშნა, რომ კომიტეტი ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.
კომიტეტებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა
24 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R