საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს

მედია და საზოგადოება 18 ნოემბერი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.
 
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკის) ფარგლებში შეისწავლა, თუ რამდენად შესრულდა კანონი, პასუხობს თუ არა ის დასახულ ამოცანებს და ფერმერთა მოთხოვნებს.
 
„მოკვლევამ შეისწავლა და გააანალიზა კანონის მოქმედებისას გამოვლენილი შესაძლო ხარვეზები და მისი აღსრულებისა და ეფექტიანობის ხელშემშლელი ფაქტორებიც. პროცესში გამოიკვეთა, რომ კანონით დასახული მიზნები ფაქტობრივად არაა მიღწეული და კომიტეტმა დაიწყო მუშაობა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის ახლებურად გააზრებაზე. ვფიქრობთ, რომ ეს კანონი უნდა იყოს მორგებული იმ ფერმერებზე, რომლებსაც სურთ გაერთიანება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და შეხვედრის მონაწილეებს ის საკითხები გააცნო, რომელთა საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა მოქმედ კანონს კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.
 
კომიტეტში მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მოქმედი კანონის ჰარმონიზება „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან.
 
რეფორმის მიზნებს შორისაა ისიც, რომ ასევე უნდა მოხდეს: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მიზნების დაზუსტება; სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა; „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში; კოოპერატივის წევრებისათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება; მეპაიის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების დანერგვა; კოოპერატივების მიერ შექმნილი ასოციაციების სახელმწიფო მხარდაჭერა და მათზე უფლებების დელეგირება და ა.შ. „ფაქტია, რომ ამ კანონმა იმ მიზანს ვერ მიაღწია, რაც კანონით იყო განსაზღვრული.
 
კოოპერატივები ძირითადად მხოლოდ კონკრეტული დახმარების მიზნით იყვნენ შექმნილი და რეალურად მდგრადობა რამდენად ჰქონდათ, ამის დასტური ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ მოვიპოვეთ. ამიტომ, ახლა ვაგრძელებთ პროცესს ნააკის შედეგად აღმოჩენილი შენიშვნები და რეკომენდაციები როგორ შეიძლება გარდაისახოს კანონში შესატან ცვლილებებში, რათა თავიდან მოხდეს კანონის მიზნების გააზრება და კანონი რეალურ შედეგებზე იყოს ორიენტირებული. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქნილი საკანონმდებლო ჩარჩო შევქმნათ, რათა ფერმერები მაქსიმალურად დავაინტერესოთ და მათ გაერთიანების სურვილი გავუჩინოთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
 
დღევანდელი შეხვედრა კანონის გაუმჯობესების მიმართულებით პირველ ეტაპს წარმოადგენს, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია
17 მაისი 2022

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

მსგავსი

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა
17 მაისი 2022

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
17 მაისი 2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა
17 მაისი 2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა
17 მაისი 2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R