აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით.
ცვლილება მაღალი ხარისხის ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ექსპორტის ხელშეწყობას იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნების გათვალისწინებით და ამ სფეროში არსებული ახალი გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს.
მომხსენებელმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს.