საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 22 დეკემბერი 2022
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტთან არსებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დაამტკიცეს კომიტეტის რეკომენდაციები აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

 

ორივე საკითხი სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა.

 

„ბოლო წლებში პარლამენტის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობა ქვეყანაში. ეს არის მეტად სენსიტიური დარგი, მომატებული რისკების შემცველი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აგროდაზღვევის კუთხით შემუშავდეს კანონპროექტი და აგროდაზღვევის მიმართულებით სხვა აქტივობებიც განხორციელდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გელა სამხარაულმა.

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის შემდგომი განვითარების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტთან 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. ჯგუფის მიზანს სოფლის მეურნეობის სექტორში სადაზღვევო სისტემის შემდგომი განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, სადაზღვევო კომპანიების, ფერმერთა წარმომადგენლები და სხვა ჩართული მხარეები. აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება
08 თებერვალი 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R