საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 19 აპრილი 2022
აგრარულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის პროცედურის მონიტორინგი - შესრულებული რეკომენდაციები, არსებული გამოწვევები და სამომავლო რეფორმა“ – აღნიშნული საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.


„კანონმდებლობამ, არსებულმა პროგრამებმა, დონორების დახმარებით განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი ბაზისი შექმნეს და ამავდროულად მოგვცეს ძალიან საინტერესო მიგნებების გაკეთების საშუალება, რომლებიც ერთი მხრივ კომიტეტში დავამუშავეთ, მეორე მხრივ, ამ საკითხზე, არსებულ გამოწვევებზე სამინისტროც მუდმივად მუშაობს, აღნიშნულ საკითხებზე კონცენტრირდება ასევე დონორების ნაწილიც, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეფორმა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე წარმატებით განვახორციელოთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და იმედი გამოთქვა, რომ კოოპერატივების სიტემის რეფორმირებას ერთობლივი მუშაობით ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას და აღნიშნული მიმართულებით გაერთიანების სურვილს უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს.


სხდომაზე მოისმინეს არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკითხებზე მომზადებული ანგარიშები. ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამის მენეჯერმა ვახტანგ მშვიდობაძემ ისაუბრა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ ფარგლებში კოოპერატივების განვითარებისათვის განხორცილებული პროექტების გავლენის შესახებ, ხოლო პროექტი FinExCoop საქართველოს წარმომადგენელმა, იურისტმა მარიამ დარჩიამ კომიტეტის წევრებს გააცნო AFD/EU FinEXCoop-ის რეკომენდაციები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის შინაარსის თაობაზე - „უკეთესი სამართლებრივი გარემო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის საქართველოში“.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრესსა და კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან მიღებულ რეკომენდაციათა შესრულების თაობაზე სამინისტროს ხედვაზე ისაუბრა.


ნინო წილოსანის განცხადებით, სხდომაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხები გამოიკვეთა, რომლებსაც კომიტეტი აუცილებლად გაიზიარებს და კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივად აქცევს.


„ახლებურად გავიაზრებთ გამოწვევებს და თქვენთან თანამშრომლობით ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა
24 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R