ანრი ოხანაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 23 მაისი 2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და კომიტეტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„არის საკითხები, რომლებიც მათ ინდენტიფიცირებული აქვთ, როგორც გამოწვევები და აქვთ შესაბამისი კვლევები ჩატარებული. კომიტეტი მზად არის მათთან ითანამშრომლოს და გამოვკვეთოთ ის საკითხები, სად რა საკანონმდებლო ჩარევა შეიძლება იყოს საჭირო. რა თქმა უნდა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და შესაბამისად, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.