საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ანრი ოხანაშვილი: ნებისმიერი ძალადობა ექვემდებარება დასჯადობას. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ძალადობის და მძიმე დანაშაულების პრევენციას

პლენარული სხდომები 24 მაისი 2022
ანრი ოხანაშვილი: ნებისმიერი ძალადობა ექვემდებარება დასჯადობას. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ძალადობის და მძიმე დანაშაულების პრევენციას

პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პოლიციის, ელექტრონული კომუნიკაციების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.


პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტებს რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განუცდია.


„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, მას სჭირდება და აქვს მყისიერი შესაბამისი რეაგირება. ბოლო დღეებში რამდენიმე მძიმე შემთხვევასთან გვქონდა საქმე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით მკაცრდება განზრახი მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. აქამდე, თუკი იქნებოდა განზრახი მკვლელობა ჩადენილი არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ, არ იყო გათვალისწინებული, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 109 მუხლში განხორციელებული ცვლილებით, გენდერის ნიშნით განხორციელებული განზრახი მკვლელობა ექვემდებარება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ასევე გათვალისწინებული იქნება, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთა. ჩვენი მიზანია პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და ასევე პროპორციული სასჯელის გამოყენება ჩადენილი ქმედების შესაბამისად. ნებისმიერი ძალადობა ექვემდებარება დასჯადობას და ეს ცვლილებებიც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ასეთი ძალადობების და მძიმე დანაშაულობების პრევენციას. ხოლო თუკი მოხდება შესაბამისი შემთხვევა, რა თქმა უნდა, სასამართლოს ექნება სრული შესაძლებლობა, მისი დისკრეციის ფარგლებში იმსჯელოს, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R