საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას

მედია და საზოგადოება 14 დეკემბერი 2021
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას. მონაცემები, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ნამდვილად საამაყოა. თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითის და გოლიათის ამბავს. დღეს კიდევ უფრო მეტად ჩანს, რომ საქართველო ამ ისტორიაში სწორედ ამ როლში იყო და შეძლო ურთულესი პროექტის განხორციელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში პროგრამის განხორციელების მონაცემებზე და შედეგებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, შთამბეჭდავია შედეგი, როდესაც 70 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გადარჩა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის შედეგად. მათ შორის არიან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

 

„ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ ინიციატივებს, შეუძლია წაშალოს და დაარღვიოს ის ხელოვნური ბარიერები, რომლითაც სამწუხაროდ, ოკუპაციის შედეგად დღეს ჩვენი საზოგადოება არის გაყოფილი. დღეს შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ არცერთი საქმე, ევროპულ სასამართლოში და ეროვნულ სასამართლოებში არ არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეები ც ჰეპატიტის გამო და ბარიერების გამო უჩივიან საკუთარ სახელმწიფოს. ეს გახლავთ დიდი მიღწევა და ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო წარმატებული, რომ ის ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის და ეკონომიკის საუკეთესო ბალანსის წერტილში გახლდათ მიღებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროგრამის განხორციელებაში, ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებს და პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგებს და სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოხატა მკაფიო პოლიტიკური ნება ამ პროგრამის დასაწყებად, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჩვენეს სრული მზადყოფნა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) ინიციატივით გაიმართა.

 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დარგის ექსპერტებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლებმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია
17 მაისი 2022

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

მსგავსი

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა
17 მაისი 2022

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
17 მაისი 2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა
17 მაისი 2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა
17 მაისი 2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R