საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

​არჩილ თალაკვაძე: „ეკონომიკის სამინისტრო, პრინციპული მხარდამჭერი და დამცველი იყო ეკონომიკური ფუნქციების და იმ ინტერესების, რაც ჯანდაცვასთან ერთად, ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის“

პლენარული სხდომები 16 დეკემბერი 2021
​არჩილ თალაკვაძე: „ეკონომიკის სამინისტრო, პრინციპული მხარდამჭერი და დამცველი იყო ეკონომიკური ფუნქციების და იმ ინტერესების, რაც ჯანდაცვასთან ერთად, ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის“

 „როდესაც საკოორდინაციო საბჭოს ფორმატებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები განიხილებოდა, განიხილებოდა ეკონომიკური დახმარების ინიციატივები. მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, იყო პრინციპული მხარდამჭერი და დამცველი ეკონომიკური ფუნქციების და იმ ინტერესების რაც ასევე, ჯანდაცვასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთელი რიგი მიმართულებებით სახელმწიფოს ინტერვენციები ეკონომიკის სფეროში იქნებოდა ეს, სწრაფი აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები თუ კონკრეტული მიზნობრივი დახმარებებისთვის, მათ შორის, გლობალური ეკონომიკასთან ურთიერთობები - ტურიზმის, საავიაციო მიმოსვლის, ლოჯისტიკის და ინვესტიციების თვალსაზრისით, ეკონომიკის სამინისტროს ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა პრინციპული და ძალიან პროგრესული დამოკიდებულება საკითხებთან“,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, გადაწყვეტილებები საერთო კოორდინაციით მიიღებოდა თუმცა, თუ დღეს ეკონომიკა სწრაფი აღდგენის ფაზაშია და გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -  ეს გახლავთ სწორედ იმის დამსახურება, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის და ეკონომიკური სექტორის ინტერესების გათვალისწინებით, ჩართული იყო პროცესში და აკეთებდა თავის საქმეს, რაც მას ევალება კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

 

არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო ოპოზიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვებში ისინი არ მონაწილეობდნენ.

 

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება და შეადგენს 21,8 მილიარდ ლარს და ოპოზიციონერების ორი მთავარი შეკითხვა რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო ის, თუ რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ეს ბიუჯეტი.  სამწუხაროდ, სხდომას ესწრება ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში დადიოდნენ და მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებაში ჩვენ თუ დავბრუნდებითო ყველაფერი უკეთესად იქნებაო. არათუ ხელისუფლებაში არამედ, ოპოზიციაშიც კი არ უნდათ თავიანთი ფუნქციის შესრულება. იმასაც კი არ აკეთებენ, რომ სხდომაზე მობრძანდნენ, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი. როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც აქვს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, ის, რაც აქვს ხელისუფლებას. ეს არის უმარტივესი დასკვნა, რაც შეიძლება მოქალაქეებმა გამოიტანონ. კარგი იქნებოდა. რომ დღეს აქ ყოფილიყვნენ ისინი არგუმენტებით, დებატებში ჩართულები.  ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან ვერ ვნახეთ რაიმე საკითხზე სერიოზული ოპონირება და მადლობა ეკუთვნის ერთადერთ ადამიანს ოპოზიციიდან, რომელიც დღეს მთელ ოპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის და ეკონომიკური საკითხების მოსმენისას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქციის „ქართული ოცნება“  წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას, 2022 წლის გაზრდილ სახელმწიფო ბიუჯეტზე და მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„2022 წლის ბიუჯეტის იზრდება საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ხარჯზე.  ეკონომიკაში სამივე წყარო, რის ხარჯზეც ბიუჯეტი იზრდება, პირდაპირ გახლავთ დაკავშირებული ეკონომიკურ აქტივობასთან. არც ერთი გადასახადი აქედან არ არის ის, რომელსაც ზრდის კანონით ხელისუფლება არამედ, ეკონომიკის გაზრდის ხარჯზე და ეს ის გადასახადებია, რაც პირდაპირ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. თუ ეკონომიკა გაიზრდება ამ გადასახადებით, პროპორციულად შემოსავალიც იზრდება. ფაქტია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი სწორედ, ამ გადასახადების საფუძველზე იზრდება, რაც ნიშნავს რომ ხელისუფლების გეგმა 2022 წელს გახლავთ ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკის რეალური ზრდის ხარჯზე“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად ოპტიმისტური ამოცანებია: პენსიების ზრდა მათ შორის, ვეტერანთა პენსიების, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, რეგიონების დაფინანსების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, დეფიციტის შემცირება, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს და პროგრამის დაფინანსების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება,  პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის და იმ ადამიანებისთვის ხელფასების ზრდა, რომლებიც ყოველდღიურად საჯარო სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს, კაპიტალური დანახარჯების დაგეგმვა 5,9 მილიარდ ლარზე და ჯანდაცვის და სოციალური პორტფელის 6 მილიარდიანი დაფინანსება.

 

„ალბათ ყველას გვესმის რომ ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანები, ვინც კონკრეტულ დახმარებას ელიან მომავალ წელსაც სახელმწიფოსგან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან ოპოზიციას მიმართა და შეახსენა რომ მხარდამჭერებმა ისინი აირჩიეს იმისთვის, რომ დარბაზში იყვნენ და კრიტიკული პოზიციები წარადგინონ.

 

„თქვენ არ ხართ ამ დარბაზში, შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ მიღწევებზე და ვსაუბრობთ იმ ამოცანებსა და გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს მომდევნო პერიოდში. როდესაც თქვენ მობრძანდებით ყურადღებით მოგისმენთ რას იტყვით და რა უკეთესი ინიციატივები გექნებათ ამ კუთხით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 1025 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 2 მილიარდ ლარზე მეტით და მხოლოდ ამ პროგრამით, შეიქმნა და 26 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

 

2015-2021 წლებში ეკონომიკის სამინისტროს მიკროგრანტების კომპონენტი დაფინანსდა 7 ათასამდე პროექტი, ჯამური ინვესტიციით 80 მლნ. ლარით, რომლის ფარგლებში, 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 

2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლა 314 - მა ბენეფიციარმა შედეგად, შეიქმნა 6000 სამუშაო ადგილზე მეტი. ინვესტიციამ კი 250 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამით ისარგებლა 7 ათასზე მეტმა მოქალაქემ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მხოლოდ 2020 წელს სამინისტრომ 6000 პროექტი განახორციელა, რაშიც 1300 კომპანია იყო ჩართული და 30 ათასი ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას წყალუზრუნველყოფილი ფართობების მოცულობა 2012 წელს იყო 45 ათასი ჰა. ხოლო დღეის მდგომარეობით შეადგენს 125 ათასი ჰა-ს.

 

მისივე თქმით, 2012-2021 წლებში სოფლის მეურნეობის სააგენტომ განახორციელა 23 პროექტი და პროგრამა. სოფლის მეურნეობაში ჯამური ინვესტიცია 4,5 მლრდ ლარამდეა. 2012-2021 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებით შეადგენს 100 000. მისივე თქმით,  2012 წელს ექსპორტზე 19 მლნ ბოთლი ღვინო გადიოდა ხოლო, მომდევნო წლებში, პანდემიის დაწყებამდე ღვინის ექსპორტი 90 მლნ ბოთლამდე გაიზარდა.  

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ ინოვაციების სექტორზე საუბრისას აღნიშნა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სამი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებული აქვს 200-ზე მეტი გლობალური მასშტაბის  ინოვაციური სტარტაპ კომპანია და პროექტი და მასში სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია არ აღემატება 20 მლნ ლარს.

 

მისი თქმით ახალგაზრდა კომპანიებმა და ბიზნესინიციატივებმა ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი უცხოური კერძო ინვესტიცია მოიზიდეს. 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მაღალტექნოლოგიური სტარტაპ კომპანია წარმატებით გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და ინდუსტრიაში ციფრების გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ სპინ ქარმა  ქართული სტარტაპ კომპანია იყიდა სადაც, გარიგების ღირებულებამ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეადგინა. 

 

„ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეკონომიკა განვავითაროთ, არა მხოლოდ პასუხისმგებლობა გვაქვს რომ აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, ჩვენი მოვალეობა ასევე არის, რომ შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები. იმ დესტრუქციით, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, იმ ქცევით, როდესაც დარბაზში ბიუჯეტის და ეკონომიკის სექტორის განხილვას ჩვენი ოპონენტები არ ესწრებიან, მაგრამ სურთ თანხმობა, საბიუჯეტო დაფინანსება იმ ეკონომიკიდან, რომლის განხილვაზეც საერთოდ არ მოდიან, ეს არის ელემენტარული უპასუხისმგებლობა, უპასუხისმგებლო ადამიანები პასუხისმგებლიან პოლიტიკას ვერ ქმნიან. სანამ მაღალფარდოვან სიტყვებს იტყვიან ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან პირველ რიგში, უნდა შეასრულონ ის დავალება რაც მათ მიიღეს მხარდამჭერებისგან, ოპონირება უნდა გაუწიონ ხელისუფლებას, რასაც ვერ აკეთებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მიღწევების შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„დავიწყებ კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“  გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ამ ინდექსში საქართველოს ეკავა 69-ე პოზიცია.  ახლა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 31-ე  პოზიცია აქვს, რაც ნიშნავს დიამეტრალურ გაუმჯობესებას. ამას არ ლაპარაკობს პარტია „ქართული ოცნება“ ან რომელიმე ადგილობრივი ექსპერტი. ამას ამბობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე ორგანიზაცია, რომელიც ასევე, აფასებს კორუფციას მსოფლიოს ქვეყნებში - „თრანსფერენს ინთერნეიშენელი“ ანუ საერთაშორისო გამჭვირვალობა, კორუფციის აღქმის ინდესში 2012 წელს საქართველოს ჰქონდა 51-ე პოზიცია, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს 44-ე პოზიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი ინფორმაციით, ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველოს 2012 წლამდე მე-12 პოზიცია ჰქონდა,  ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას მე-7 პოზიცია. ბიზნესის თავისუფლების სხვა ინდექსი „ჰერითიჯ ფაუნდეინშენის“ მიხედვით, 2012 წელს 23-ე და მე-16 პოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოსვლის შემდეგ.

 

„რაც შეეხება საკუთრების უფლებას, რომელიც ყველას გვესმის, რომ  საკუთრების დაცვა არის სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის ქვეყნის განვითარების, სტაბილურობის და როგორც პიროვნული ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველია, ჩვენ გვახსოვს, ჩვენი ოპონენტები როგორ ექცეოდნენ საკუთრების უფლებას. ღამ-ღამობით რომ ადამიანებს ძალიან მოუნდებოდათ  ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის თავიანთი საკუთრება, რომელიც მშობლებმა ან ბებია-ბაბუებმა დაუტოვეს ან თვითონ შექმნეს შრომით, აი, ასობით ადამიანი რომ მიდიოდა მაინცა და მაინც პროკურატურაში და ჩუქნიდა სახელმწიფოს, ეგ ინდექსი მსოფლიო  ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, 2012 წელს იყო 120-ე, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს რეიტინგით არის 46-ე. დამოუკიდებელი სასამართლო, ფრეიზერის ინსტიტუტი -  2012 წლამდე 89-ე პოზიცია გვქონდა, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში 67-ე პოზიცია გვაქვს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით,  ქართული  სასამართლო, ევროპული სასამართლო სისტემების ოცეულში -  მე-16 პოზიციაზეა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია
17 მაისი 2022

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

მსგავსი

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა
17 მაისი 2022

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
17 მაისი 2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა
17 მაისი 2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა
17 მაისი 2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R