საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს

ზედამხედველობა - ახალი ამბები 24 იანვარი 2022
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების“ თაობაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

 

კომიტეტმა თემატური მოკვლევა სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კოვიდ პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ ტურიზმის აღდგენითი გეგმის მხარდასაჭერად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო.

 

მოკვლევის ტექნიკური პირობები და კითხვარი დაინტერესებულ ორგანიზაციებს დაეგზავნათ, რომლებმაც დღეს ინფორმაციები და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს კომიტეტის წევრებს.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის სფეროსა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ასევე იმ ღონისძიებებზე, რაც უნდა განხორციელდეს კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში დარგის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის, შპს ემ თი ეი-ს (ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია) და საქართველოს პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) წარმომადგენლები.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ყველა ის საკითხი, რომელიც აღნიშნული იყო თითოეული მონაწილის ანგარიშში, აისახება კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლებიც მოკვლევის დასრულების შემდეგ ასევე დაეგზავნებათ დაინტერესებულ მხარეებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
19 მაისი 2022

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
18 მაისი 2022

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა
18 მაისი 2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ზუსტდება
18 მაისი 2022

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ზუსტდება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R