საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე მთავრობის ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 16 მაისი 2022
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე მთავრობის ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ მოისმინა.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ისაუბრა სახელმწიფოს მიერ დასაქმების მხარდაჭერის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთ-ერთია დასაქმებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის, სადაც 2020 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.


სააგენტო შემუშავებული პროგრამების შესაბამისად ქმნის ხელმისაწვდომ ეგრეთწოდებულ მხარდაჭერით სერვისებს საქართველოს მასშტაბით. ამის შესახებ განაცხადა მომხსენებელმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ დასაქმების სააგენტომ 2021 წელს სხვადასხვა მხარდაჭერითი მექანიზმები აამოქმედა. კერძოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიეწოდებათ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება და დაკავშირება დამსაქმებელთან, კონსულტირება კარიერული განვითარების მიზნით და მხარდაჭერითი დასაქმება. გათვალისწინებულია მომსახურება შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, ვისაც დასაქმების სურვილი და მოტივაცია აქვს.


სერვისი ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას სამუშაოს მაძიებლისადმი, ასევე აქტიურ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან. როგორიცაა პროფესიული მომზადება-გადამზადება, მოკლევადიანი კურსები, კონსულტაცია და კონსულტირება, სტაჟირება და სტაჟირების დაფინანსება, ხელფასის სუბსიდირება შშმ პირების დასაქმების მიზნით და დასაქმების ფორუმები, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით.


სააგენტო, დასაქმებაზე პასუხისმგებელ ხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს მოსახლეობაში პროფესიების განათლების პოპულარიზაციის და იმ პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.


„შარშანდელი სტატისტიკით აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის მხარდაჭერით 8000 ადამიანი ჩაერთო პროგრამაში, საიდანაც 3 800 იყო დასაქმებული. წელს პირველი კვარტლის განმავლობაში პროგრამაში უკვე 4000 მოქალაქეა ჩართული. შეიქმნა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა. ახლანდელი მონაცემებით შრომის ბაზარზე 10 ათასამდე ვაკანსიაა დარეგისტრირებული, რომელიც მოქალაქეების მიმართვიანობის შესაბამისად ივსება“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მან უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.


კომიტეტი მოსმენილ ანგარიშთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R