საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 07 ნოემბერი 2022
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სარატიფიკაციო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა.


ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ 2022 წლის 3 ივნისს გაფორმებული ორი შეთანხმება ეკონომიკურ და საბაჟო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის მიზნით ევროკავშირის მხრიდან დახმარებას ითვალისწინებს.


„დოკუმენტების გაფორმება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. საგადასახადო და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობით მოხდება შიდა ბაზრის გაძლიერება, ევროკავშირში სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა“, - განაცხადა მომხსენებელმა. მან იმ კონკრეტულ აქტივობებზე ისაუბრა, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში დაფინასდება, ესენია - სამუშაო შეხვედრები, პროექტზე დაფუძნებული სტრუქტურული თანამშრომლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) შესაძლებლობების გაუმჯობესება, საგადასახადო უწყებების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება, სემინარები თანამშრომელთა ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის, საპილოტე პროგრამები და სხვა.


კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ორივე დოკუმენტს: „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმებებს მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R