საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2020
დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, ქართული დელეგაცია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ კლარა დობრევს შეხვდა.

„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერთან საინტერესო საუბარი შედგა. მათი და ჩვენი პოზიციაც არის, რომ აუცილებელია დიალოგი. შეთავაზებები, რომელიც გვქონდა ოპოზიციასთან - არის ჩვენს მიერ ინიცირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ვითვალისწინებთ და ევროპარლამენტთან საერთო აზრზე ვართ - დიალოგის მზაობისთვის. აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით. ამისთვის აუცილებელია ორი მხარის და არა ერთი მხარის ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია ჩაერთოს დიალოგში და შესაბამისად, პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით“, - აღნიშნულის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია, კახაბერ კუჭავა, სოფიო კილაძე, გუგული მაღრაძე, ოთარ დანელია, თამარ ხულორდავა, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.

ასოცირების კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R