საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დიდი შესაძლებლობები აქვს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში

მედია და საზოგადოება 30 მაისი 2022
დავით სონღულაშვილი: ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დიდი შესაძლებლობები აქვს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში
ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა.
 
მოხსენება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით (EU-GEO AA) და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ, სფეროში არსებული პროგრესისა და არსებული გამოწვევების თაობაზე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ავალიშვილმა.
 
მან ასევე შესაბამისი უწყებებისათვის შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.
 
„საქართველო, გაერთიანების წევრობის ხუთწლიანი გამოცდილების ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. შესაბამისად, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებაში დიდი წინსვლა გვაქვს და ამას ადასტურებს რამდენიმე კანონის დამტკიცება და მეორადი კანონმდებლობების შემუშავების პროცესი, რომელიც უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წახალისების მიმართულებითაა. ასევე, უკვე დამტკიცდა ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია, ხოლო მიმდინარეობს, ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი. მოკლედ შევეხები ასევე, იმ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბებაში. ქვეყანას, ნამდვილად დიდი შესაძლებლობები აქვს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია, ბიზნეს ასოციაციის, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექპერტები.

სამუშაო შეხვედრა „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტი-II-ის (AA Facility)" მხარდაჭერით განხორციელდა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
09 ივნისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა
09 ივნისი 2026

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R