საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დეპუტატებმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირეს

პლენარული სხდომები 22 დეკემბერი 2022
დეპუტატებმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირეს

დეპუტატებმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 79 ხმით დაუჭირეს მხარი.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტით წესრიგდება პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადებასთან, იარაღით დროებით მოსარგებლის უფლება-მოვალეობებთან, შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.


კანონს ემატება ტერნმინები: „მოკლელულიანი იარაღი“ – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ-ს ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ-ს; ასევე „გრძელლულიანი იარაღი“ – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს.


„ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღის, – შენახვისა და ტარების უფლებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას 2023 წლის 1 ივლისამდე. ისინი უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით. იარაღის შეძენის ნებართვა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, ასევე გრძელ, ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ, გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით. ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, პირი ვალდებული იქნება აღნიშნული იარაღი ნებართვის ხელახალი მოპოვებისა და რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს მომსახურების სააგენტოში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება
08 თებერვალი 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R