ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს სანდრა ბოჟიჩს შეხვდნენ
მედია და საზოგადოება 26 ნოემბერი 2021

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს სანდრა ბოჟიჩს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ კულტურის კომიტეტების საქმიანობის შესახებ, ყურადღება გავამახვილეთ კულტურის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში, განვიხილეთ ორმხრივი ვიზიტების საკითხი, ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთში კულტურის დღეების ერთობლივი ჩატარების შესაძლებლობა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.