ელისო ბოლქვაძე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კლასიკური მუსიკა „Radio France”-ზე აჟღერდება
მედია და საზოგადოება 18 მაისი 2022

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, „Radio France” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სპეციალურ გადაცემებს მიუძღვნის.
ამ დღეს, საფრანგეთის რადიოში ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკა აჟღერდება, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოუსმენს.
„ამ ფაქტით მოხარულები ვართ, რადგან მსგავსი გადაცემები ქართული კულტურისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. კულტურის კომიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და განათლების კომისიის პრეზიდენტს, ბრუნო სტუდერს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.