საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეუთომ და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 12 დეკემბერი 2022
ეუთომ და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელეს

დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და ეუთოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ქართულ პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

როგორც აღინიშნა, საქართველომ უკვე მოახდინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ კონვენციების რატიფიცირება. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის, პოლიტიკის, სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, ამასთანავე შემუშავდა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მხარდამჭერი სერვისები.

 

თუმცა, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ამ მიმართულებით კვლავ არსებობს გამოწვევები და ბარიერები ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით; შეხვედრაზე პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზებზე იმსჯელეს და განიხილეს კონკრეტული შესაძლებლობები თუ როგორ უნდა გახდეს ქალებისათვის პოლიტიკური საქმიანობა უსაფრთხო, ვინაიდან ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკაში  სერიოზული გამოწვევაა დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის.

 

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელოს პრეზენტაცია თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკაში“. სახელმძღვანელოს მიზანია ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების ცნობიერების ამაღლება და ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება ქმედითი ღონისძიებების მიმართ, რათა მოხდეს პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. „გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირ-თან საკმაოდ დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამ თანამშრომლობის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ეუთო-ს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს მათ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს მოიცავს და გვასწავლის თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ძალადობას ქალთა მიმართ ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ბაია კვიციანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მიდგომები წარმატებით დაინერგება ქართულ რეალობაში და ხელს შეუწყობს ქალებს უსაფრთხო პოლიტიკურ საქმიანობაში.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R