საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 10 აგვისტო 2022
ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ლანა ოუენსი და ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს და პარლამენტის წევრებს, მიხეილ დაუშვილს და ალექსანდრე მოწერელიას შეხვდნენ.

 

შეხვედრებზე საუბრის ძირითა თემა ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას ეხებოდა.

 

„ვისაუბრეთ თუ როგორ მიმდინარეობს იმ 12 დავალების შესრულება, რაც ევროკავშირისგან გვაქვს, რომ მივიღოთ ესოდენ ნანატრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, სტუმრებს ვუთხარი რა კეთდება პარლამენტში, რამდენად ინტენსიურად საქმიანობს ეს სამუშაო ჯგუფები, რამდენად არის ოპოზიცია ჩართული ამ საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას. დიპლომატებს ვაცნობეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ გარდა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ორივე საელჩოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ დაგვეხმარონ ამ მიმართულებით. მათ აინტერესებთ როგორ წარიმართება პროცესები დეპოლარიზაციის კუთხით. მე მათ გავაცანი „ლელოს“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამ საკითხებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, რაც შეეხება მოსამზადებელ სტადიას, სამუშაო ჯგუფებს და სხვა, აქ ჯობია ყველამ თავისი მოსაზრებები შეაჯეროს და სადაც რეალურად ხდება ღია პროცესში ამ საკითხების განხილვა, ანუ კომიტეტების სხდომებზე, იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, დიპლომატებს გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვხედავთ საპარლამენტო კომიტეტებსა და სასესიო დარბაზში აქტიურ დებატებს ამ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოში ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია
28 ნოემბერი 2023

არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია

მსგავსი

გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიცალა პოლიტიკური გავლენებისგან და იქ დაბრუნდა განათლება
28 ნოემბერი 2023

გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიცალა პოლიტიკური გავლენებისგან და იქ დაბრუნდა განათლება

გივი მიქანაძე - დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას
28 ნოემბერი 2023

გივი მიქანაძე - დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
28 ნოემბერი 2023

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინა
28 ნოემბერი 2023

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone