საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ფრაქცია „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

მედია და საზოგადოება 06 ივლისი 2021
ფრაქცია „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
ფრაქცია „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
 

ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში დაწყებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნია და აცხადებს, რომ „ლელო“ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ აპირებს და შესაბამისად, მონაწილეობას არ მიიღებს ამ პროცესში.

 

დეპუტატის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ამ პროცესის წამოწყებით 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია.

 

„ქართულმა ოცნებამ ამ ნაბიჯის გადადგმით აშკარად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება და ამ ნაბიჯით იგი ბოიკოტს უცხადებს სასამართლო რეფორმას, რისი ვალდებულებაც აიღო შეთანხმებით. ჩვენ მოვითხოვთ: სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე; საჩქაროდ დაიწყოს იუსტიციის არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა და ხმები არის კონსტიტუციით გარანტირებული რომ სავალდებულოა და ჩვენს გარეშე ვერ დანიშნავენ წევრებს; შეჩერდეს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და შედგეს კომისია, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, რაზეც ასევე არის მითითება 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას და ზუსტ და სწორ რეცეპტს მოგვცემს პარლამენტს იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და რომლის მიზანიც იყო შეეტყუებინა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და ჩაერთო ამ პროცესში და მერე ეთქვა, რომ ეს პროცესი იყო ინკლუზიური, ეს უკვე არ შედგა. არაერთმა აქტორმა ღიად განაცხადა, მათ შორის, „ლელომ“, რომ ჩვენ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას, ჩვენ ამ შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ფრაქციის სახელით ანა ნაცვლიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელა
12 აგვისტო 2022

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელა

მსგავსი

ანა ნაცვლიშვილმა სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზის საფუძველზე შეფასების დოკუმენტი მოამზადა
12 აგვისტო 2022

ანა ნაცვლიშვილმა სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზის საფუძველზე შეფასების დოკუმენტი მოამზადა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
12 აგვისტო 2022

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გიორგი ვოლსკიმ და ბექა ოდიშარიამ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს
12 აგვისტო 2022

გიორგი ვოლსკიმ და ბექა ოდიშარიამ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს

საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
12 აგვისტო 2022

საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R