საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატურ მოკვლევაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 26 ივლისი 2022
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატურ მოკვლევაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლის მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინა.


შეხვედრაზე განათლების სხვადასხვა საფეხურზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით განათლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას.


„თემატური მოკვლევის ფარგლებში შევხვდით ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ ყველა არსებული პრობლემა და განვსაზღვროთ შესაბამისი რეკომენდაციები, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქართული ენის სწავლა ყველა საფეხურზე“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.


თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ხათუნა კვიციანის განცხადებით, თემატური მოკვლევის ანგარიში სექტემბერში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.


 „თემატური მოკვლევის ფარგლებში შედგა ბოლო ზეპირი მოსმენა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს. საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფოს პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. სწორედ აქედან გამომდინარე დაინიცირდა ეს თემატური მოკვლევაც. სექტემბერში საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც არსებულ გამოწვევებს ასახავს. ჩვენ რეკომენდაციების შესრულების ნაწილშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული“, - განაცხადა ხათუნა კვიციანმა.


​თემატური მოკვლევა ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საზღვაო შრომის კონვენციას“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მხარი დაუჭირა
03 თებერვალი 2023

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საზღვაო შრომის კონვენციას“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მხარი დაუჭირა

მსგავსი

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტს მხარი დაუჭირა
03 თებერვალი 2023

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტს მხარი დაუჭირა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის
03 თებერვალი 2023

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
02 თებერვალი 2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა
02 თებერვალი 2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R