საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ კონსულტაციებს აგრძელებს

მედია და საზოგადოება 19 დეკემბერი 2023
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ კონსულტაციებს აგრძელებს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ მეორე ეროვნული კონსულტაცია და „თეთრი წიგნის“ პრეზენტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.


​კომიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ისაუბრეს „თეთრი წიგნის" თაობაზე, რომლის საჯარო განხილვებისას გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს კანონპროექტში გაითვალისწინებენ.


„თეთრი წიგნი“ მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს.


„თეთრი წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.


როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მთავრობას მრავალი სტრატეგია და გეგმა, საკანონმდებლო აქტი აქვს დამტკიცებული, ასევე ნაკისრი აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გვაქვს ერთიანი ჩარჩო კანონი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით.


მისივე თქმით, კლიმატის ცვლილება 21-ე საუკუნეში ყოველდღიურ ცხოვრებას თან სდევს.


ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ახალი საკანონმდებლო აქტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი 2024 წელს დაიწყებს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.


საქართველოს პარლამენტში ასევე შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მაკოორდინირებელი იქნება როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით, ასევე ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით, ენერგეტიკის, სატყეო, სოფლის მეურნეობის სექტორში, ნარჩენების მართვაში, ტურიზმსა თუ ყველა იმ სექტორში, რომელიც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან შერბილების ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით.


​საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის" განხილვას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.


„თეთრი წიგნის“ მორიგი საჯარო კონსულტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.


​დოკუმენტი მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობისა და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R