საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2022
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს.
კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება.


„2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 8,5%-ისა, განისაზღვრა 10%-ის ოდენობით. დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი, რომელიც 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა 72,3 მლრდ. ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526,0 მლნ ლარით მათ შორის, 492 მლნ. ლარამდე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ხოლო, 43 მლნ. ლარი კი მუნიციპალურ ბიუჯეტებში. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 596,7 მლნ ლარით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 507.4 მლნ ლარით. მათ შორის, 330 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 230 მლნ ლარი. მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგებას მოხმარდება ხოლო, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყოფა 100,0 მლნ ლარი.


95 მლნ ლარით იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება, ხოლო 40 მლნ ლარი კი, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 470,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის მხარდასაჭერად.


სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დამატებით გამოეყოფა 2,4 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მოსამსახურეთა საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებასთან (მშენებლობა დაწყებულია და დასრულდება მომდევნო წელს).


რიგი მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი იზრდება 10,0 მლნ ლარით.


„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ის რომ წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს საშუალება, ბიუჯეტში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც მოსახლეობის როგორც სოციალური მდგომარეობის ისე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს შეუქცევადი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.


კომიტეტების წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R