საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

მაჟორიტარი დეპუტატები 29 ნოემბერი 2018
გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში კახეთის რეგიონში ინოვაციური იდეების მხარდამჭერი მეორე ბირთვი შეიქმნა. ამ ღონისძიებას რამდენიმე დღის წინ თელავის ტექნოპარკის ამოქმედება უსწრებდა წინ.

ინოვაციური რეგიონული ცენტრების შექმნის იდეა ახმეტასა და თელავში, ამ რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულს ეკუთვნის. ეს საკითხი ჯერ კიდევ 2016 წელს, დეპუტატსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

„ახმეტის ინოვაციების ცენტრში რეგულარულად ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა ბიზნესმიმართულებით. ინოვაციურ საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. ჩვენ ვართ მდიდარი გონებრივი რესურსით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სერიოზული წინსვლა. აქ, ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს მხარდაჭერით, თავიანთი იდეების რეალურ ბიზნესად გადაქცევის საშუალება მიეცემათ. მათ შეეძლებათ ინტელექტუალური სიახლეები და ტექნიკური პროგრესები გარდასახონ პრაქტიკულ ნივთებად. დაინტერესებული პირებისა და კომპანიებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება მაღალტექნოლოგიური მომსახურება, რაც დაეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებაში ბევრი მიმართულებით”, -- განაცხადა გელა სამხარაულმა.

ცენტრის გახსნას გელა სამხარაულთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი, კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამარ ყეინიშვილი, ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი:  მოსახლეობასთან უწყვეტი კავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია
29 აპრილი 2022

დავით სონღულაშვილი:  მოსახლეობასთან უწყვეტი კავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია

მსგავსი

დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
28 აპრილი 2022

დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

დავით სონღულაშვილმა გურჯაანში ჩამოსული უკრაინელი ოჯახები მოინახულა
24 აპრილი 2022

დავით სონღულაშვილმა გურჯაანში ჩამოსული უკრაინელი ოჯახები მოინახულა

დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა
24 აპრილი 2022

დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა

დავით სონღულაშვილი საგარეჯოში ახალგაზრდებს შეხვდა
20 აპრილი 2022

დავით სონღულაშვილი საგარეჯოში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R