გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ისრაელის ლიდერ ქალთა ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ
მედია და საზოგადოება 16 დეკემბერი 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის ლიდერ ქალთა ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ისრაელიდან ჩამოსულია 30-ზე მეტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ლიდერი ქალი, მათ შორის, პარლამენტის წევრები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: ხატია წილოსანი და ბაია კვიციანი.