საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველი ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა

თავმჯდომარე 19 დეკემბერი 2022
გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველი ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხზე შექმნილი პირველი ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს შალვა პაპუაშვილმა მიმართა, გენდერული თანასწორობის საბჭოს პროდუქტიულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბჭოს საქმიანობის მიმართ ინტერესი დიდია. პარლამენტის თავმჯდომარემ, გენდერული საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც საბჭოს წევრებს, ისე დონორ ორგანიზაციებს: გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES), ციფრული ბიბლიოთეკის შექმნაში გაწეული დახმარებისთვის.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო დონორებს, ჩვენს ყველა მხარდამჭერს დახმარებისთვის, საქართველოს პარლამენტის გვერდით დგომისთვის და ჩართულობისთვის. მათი დიდი წვლილია, რომ არ დუნდება როგორც პარლამენტი, ისე ჩვენი ქვეყნის სხვა ინსტიტუციები,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ინიციატივებსა და მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომელიც წლის მანძილზე გენდერული თანასწორობის საბჭომ განახორციელა.

 

„2022 წლის მანძილზე საბჭოს მიერ განხორცილებული მნიშვნელოვანი ინიციატივებიდან მინდა გამოვყო: გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც უკვე ინიცირებულია; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც პირველი პრეცენდენტია იმ კუთხით, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ხედვას ასე მულტისექტორულად, გრძელვადიან ჭრილში წარმოადგენს; გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინსტიტუციონალიზაცია; მსხვერპლის სტატუსის მიუხედავად სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა და თემატური მოკვლევები. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლიდან ფუნქციონირებას იწყებს ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს და ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა,“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ.

 

ციფრული ბიბლიოთეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ქართულ და უცხოენოვან ლიტერატურას გენდერული თანასწორობის საკითხზე, რაც დაინტერესებული მხარეებისთვის მათ მოძიებას აიოლებს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

 

ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შვედეთისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით დისკუსიაც გაიმართა.

 

საბჭოს საქმიანობის ანგარიშს და ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს
01 თებერვალი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა
01 თებერვალი 2023

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
31 იანვარი 2023

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
31 იანვარი 2023

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
31 იანვარი 2023

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R